წლის საუკეთესო მეცნიერის ჯილდო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის

16/11/2016 16:30

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევებისა დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

სამიზნე ჯგუფი: კატეგორიების შესაბამისად ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შემდეგ სუბიექტებს:
ა)  ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე საუკეთესო უცხოელი მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში, კერძოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარს.
ბ) საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე  სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევარს, რომელსაც სააკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღების დასრულებამდე შეუსრულდა არაუმეტეს 35 წელი;
გ) საუკეთესო მეცნიერის  ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე მკვლევარს;
დ) საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფის ჯილდოს მოსაპოვებლად სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მოღვაწე არანაკლებ 3 (სამი) საქართველოს მოქალაქე, მკვლევრისგან შემდგარ სამეცნიერო - კვლევით ჯგუფს. ჯგუფში შესაძლებელია ჩართული იყოს მაგისტრანტ(ებ)ი და დოქტორანტ(ებ)ი, ასევე უცხოელი მეცნიერ(ებ)ი.

ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

კოორდინატორი: მ. ქაჯაია, ნ.კილაძე