2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg
11/10/2016 16:26

ფონდი აცხადებს სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსს

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:  ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფას; ბ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით; გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობას; დ) ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისებას სადოქტორო სწავლების საფეხურზე; ე)  ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერას კარიერის საწყის ეტაპზე; ვ) სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულეებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები  პროექტი შეიძლება იყოს ინტერდისციპინარული და მოიცავდეს არაუმეტეს სამ ქვემიმართულებას (იხილეთ სამეცნიერო კლასიფიკატორი).  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი (პროექტი) უნდა ითვალისწინებდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, ან ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას.  კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:   კონკურსის გამოცხადება 11 ოქტომბერი ჯგუფური კონსულტაციები 18 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა 31 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა შეკითხვების ელექტრონულად გამოგზავნის ბოლო ვადა 31 ოქტომბერი, 18:00 სთ. პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება                ბოლო ვადა   26 ოქტომბერი, 10:00 სთ. 7 ნოემბერი, 16:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა   10 ნოემბერი, 16:00 სთ.   კონკურსის შედეგების გამოცხადება   დეკემბერი, 2016 წ.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!  ვადების დარღვევით შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.  დეტალურ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება (№58/ნ, 06.2016) ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პირობები ( GEO ) დანართი 2 - პროექტის თავფურცელი ( ENG / GEO ) დანართი 3 - საპროექტო წინადადება ( ENG / GEO )   დანართი 4 - პროექტისთვის საჭირო რესურსები და პროექტის მენეჯმენტი ( ENG / GEO )   დანართი 5 - პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება ( ENG / GEO )    დანართი 6 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ( ENG / GEO ) დანართი 7 - ბიოგრაფიის (CV) ფორმა პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და უცხოელი კონსულტანტისათვის ( ENG / GEO ) დანართი 8 - უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი ( ENG ) დანართი 9 - ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( GEO ) დანართი 10 - სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების 2016 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ( GEO ) დანართი 11 - სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( ENG / GEO ) დანართი 12 - ფონდის საგრანტო პროეტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკატორი ( GEO ) ხშირად დასმული კითხვები პროექტის დოკუმენტები მომზადებული უნდა იყოს ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მიხედვით. ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი, 16:00 სთ. კანცელარიაში განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 16:00 სთ. დადგენილი ფორმებისა და ვადების დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.  კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:   ქეთი გაბიტაშვილი ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/julich.jpg
02/08/2016 09:09

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის კვლევით ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: მაგისტრანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 17 აგვისტოს 17:00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 19 აგვისტოს 17:00 სთ-ის ჩათვლით. დოქტორანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 6 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 14 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 18 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - პროგრამაში მონაწილეობის პირობები დანართი 2 - შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 3 - განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 4 - გრანტის მაძიებლის ტაბულარული CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 5 - ბიუჯეტის ფორმა მაგისტრანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 6 - ბიუჯეტის ფორმა დოქტორანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 7 - ფონდის კანცელარიაში წარსადგენი განცხადების ფორმა   დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში: გიორგი ხიშტოვანს +995 322 200 220 (4322) khishtovani@rustaveli.org.ge   გრიგოლ აბულაძე abuladze@rustaveli.org.ge      იულიხის კვლევით ცენტრში: საბინე დუსს (Sabine Dues) Manager International Affairs Office of the Board of Directors and International Affairs Forschungszentrum Jülich GmbH D-52425 Jülich, Germany s.dues@fz-juelich.de;
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/tg.jpg
25/07/2016 11:56

ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით

კონკურსის მიზნებია: მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tg@rustaveli.org.ge .   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:   25 ივლისი  -  კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 12 აგვისტო - ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 22 აგვისტო, 16:00 სთ.    -  პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 29 აგვისტო, 16:00 სთ.    - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენილი ბოლო ვადა; 12 სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;   დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება საკონკურსოდ არ განიხილება.    დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში: საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის N30 დადგენილება; გენერალური დირექტორის ბრძანება ; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება; კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები (დანართი 1); საპროექტო წინადადება (დანართი 2); პროექტის ბიუჯეტის ფორმა (Excel-ის ფაილი დანართი 3); ბიოგრაფიული მონაცემების (CV) ფორმა (დანართი 4); განცხადების ფორმა (დანართი 5); პროექტის გამოგზავნის ინსტრუქცია; ხშირად დასმული კითხვები. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   ნინო დემეტრაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4302) ელ-ფოსტა:  demetrashvili@rustaveli.org.ge დავით ბარათაშვილი    ელ-ფოსტა:  baratashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი: ა. ალექსიძის ქ. #1, III სართული, თბილისი 0193   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/13639458_10201825652678979_191477807_o.jpg
07/07/2016 11:28

ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია  სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის  შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები  გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები.  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის 2013 და 2014 წლებში გამარჯვებული პირი.   პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.  გამარჯვებული პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს 2016 წლის ოქტომბრიდან. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. თვეების რაოდენობა უნდა იყოს 6-ის ჯერადი და შეესაბამებოდეს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებს. ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 21 000 ლარს. კონკურსის გრაფიკი: 7 ივლისი, 2016 წ - კონკურსის გამოცხადება; 18 ივლისი, 2016 წ - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა და ბაზაში პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის განთავსება; 20 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა 26 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა ; 1 აგვისტო, 2016 წ. - ფონდში შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 8 აგვისტო, 2016 წ. 23:00 სთ - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა; 10 აგვისტო, 2016 წ. 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის ბოლო ვადა. ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   ვადისა და კონკურსის პირობების (ფორმატი, წესი და სხვ.) დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება კონკურსის პირობები - ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება (დანართი 1) პროექტის თავფურცელი (დანართი 2) ქართული / ინგლისური საპროექტო წინადადება (დანართი 3) ქართული / ინგლისური პროექტის ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი 4) ქართული  / ინგლისური პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) ქართული / ინგლისური დოქტორანტის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 6) ქართული / ინგლისური ინფორმაცია დისერტაციის ხელმძღვანელის, დისერტაციის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ (დანართი 7) ქართული   / ინგლისური პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (დანართი 8) ქართული   / ინგლისური ინფორმაცია პროექტისთვის შესაბამისი სამეცნიერო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის შესახებ, ხელმოწერილი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ    (დანართი 9) ქართული   / ინგლისური განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10) ქართული ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ (დანართი 11)   ქართული  / ინგლისური სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 12) ქართული  / ინგლისური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით (დანართი 13) ხშირად დასმული კითხვები პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ დოქტორანტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ  - დანართი N10  (შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული) ელექტრონული რეგისტრაციის შიფრის მითითებით არაუგვიანეს 2016 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათისა. პროექტის მიზნებისათვის დოქტორანტის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა) ხარჯი და 12 დღემდე ხანგრძლივობის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის   ანაზღაურდება  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულებით  დადგენილი სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების ნორმების შესაბამისად. უცხოეთში 12 და მეტი დღის ხანგრძლივობის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა იხელმძღვანელოს დანართი 13   - ით (დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტის უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით). კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/geoconf.jpg
23/06/2016 11:41

გამოცხადდა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს: ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას; ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების ხელშეწყობას, განვითარებასა და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას  საერთაშორისო მასშტაბით; გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევითი ცენტრებს, ჯგუფებსა და ინდივიდუალურ მკვლევართა  შორის გამოცდილების გაზიარებას; დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას; ე) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.    2016 წლის საგრანტო კონკურსის თემებია: საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის თემა უნდა იყოს: ა) რუსთველოლოგია; ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობა და დაცვა.  კონფერენციის ჩატარების ვადებია: კონფერენცია უნდა ჩატარდეს რუსთველოლოგიის მიმართულებით არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობა და დაცვის თემატური მიმართულებით -  2017 წლის 1 აგვისტომდე.   თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  gc@rustaveli.org.ge   2016 წლის 22 ივლისის 16:00 სთ-მდე. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 26 ივლისის 16:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება .   კონკურსის ადმინისტრირების განრიგია: 23 ივნისი                          კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 30 ივნისი, 16:00 სთ.        ჯგუფური კონსულტაცია (1) - ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 18 ივლისი, 16:00 სთ.      ჯგუფური კონსულტაცია (2) - ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; 19 ივლისი                        შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 22 ივლისი, 16:00 სთ. პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 26 ივლისი, 16:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა; 8 აგვისტო                         კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; 15 აგვისტოდან                გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი 1); საპროექტო წინადადება (დანართი 2); პროექტის ბიუჯეტი და განხორცილების გეგმა-გრაფიკი (Excel ფაილი დანართი 3); პროექტის ძირითადი პერსონალი დეტალური პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4; ქართული , English ); უცხოეთის მოქალაქე ძირითადი პერსონალის დაინტერესების წერილი (დანართი 5); განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 6); ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი 7) ; პროექტის მომზადებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია ; ხშირად დასმული კითხვები.   დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ქეთი გაბიტაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407) ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge ნინო დემეტრაშვილი ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4302) ელ-ფოსტა:  demetrashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული, თბილისი 0193   შოთა რუსთაველის ეროვნული სამე ცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/stcu.jpg
15/06/2016 14:45

ფონდი აცხადებს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის  მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესულია ცვლილებები საქართველოს მთავრობის N86 დადგენილებაში (მ.შ. შეფასების კრიტერიუმებში) და ყველა სხვა საკონკურსო დოკუმენტთან ერთად ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტსაც!!! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს :   ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით _ სა­ქართველოს მოქმედი კა­ნონ­მდებლობის შესაბამისად შექმნილ სა­­ჯარო სამართლის იური­დი­ულ პირებს, საქართველოში რეგის­ტ­რი­რებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერ­ცი­ულ) იუ­რიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მი­ზა­ნია სა­მეც­ნიერო კვლევების განხორციელება,  საგანმანათლებლო და­­წე­სე­ბულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხო­­ლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმ­­­აღ­ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის) სახით - დოქ­ტორს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქო­ნე ფიზიკურ პირს; გ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, რეზიდენტს, მაგისტრის,  დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს;   დ) ახალგაზრდა მკვლევარის სახით - პირს ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ან რომელიც არის დოქტორანტი, რეზიდენტი, მაგისტრი 35 წლამდე (კონკურსის გამოცხადების დღისთვის), ან მაგისტრანტი.   კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალის საერთო რაოდენობის მინიმუმ 30% ე.წ. „მეიარაღე მეცნიერების“ ჩართულობა. აუცილებელია „მეიარაღე მეცნიერ(ებ)ის“ მითითება ძირითად პერსონალში.   კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ასევე, სულ ცოტა 1 უცხოელი კოლაბორატორის ჩართულობა. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - ფონდისა და მტცუ-ს მხრიდან გაცემული დაფინანსება (50%:50%) არ უნდა აღემატებოდეს 70 000 აშშ დოლარს . ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარს ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება:  ჯგუფური კონსულტაციები: 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 30 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი -  რეგისტრაცია ; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!  კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივლისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება:  24 ივნისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2016 წლის 7 ივლისი,        2 2 :00 სთ -ის ჩათვლით . განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 12 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  საქართველოს მთავრობის დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის რეზიუმე (დანართი 7); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8); ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9); ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ მინიჭებული სარეგისტრაციო შიფრის მითითებით, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელისა და ყველა ძირითადი შემსრულებლის მიერ (დანართი 10) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ბიუჯეტის ხარჯვითი კატეგორიების კლასიფიკატორი (დანართი 12) ;   დამატებითი დოკუმენტები: ხშირად დასმული კითხვები ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გრანტის მაძიებელმა ელექტრონულად (პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პროექტი, რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ქართულ და ინგლისურ ენებზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2);  საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3); პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4; პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); პროექტის რეზიუმე (დანართი 7); პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8); წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9) ინგლისურენოვანი დოკუმენტები აიტვირთება ცალ-ცალკე, ხოლო ქართულენოვანი დოკუმენტები - ერთ ფაილად გაერთიანებული სახით.   ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით.  აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომის ასლი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან).  პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით.  დანართი N  10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს  2016 წლის  12 ივლისის 16:00 სთ-ის ჩათვლით. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  გრიგოლ აბულაძე ელ-ფოსტა: abuladze@rustaveli.org.ge    ნიკა ბაქრაძე + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406) ელ-ფოსტა:  bakradze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/dunya-uluslararasi_son_.jpg
14/06/2016 11:32

გამოცხადდა ფონდისა და TUBITAK -ის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.  კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ; მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო - კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად ; კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები   ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.   ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე: ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და 35 წლამდე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს; ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა- 15 000 ლარს. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე srnsf-tubitak@rustaveli.org.ge პროექტების ელ. ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 26 სექტემბერი, 16:00 საათი.   ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე . ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  (125) ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში (190) ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1) პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება (დანართი №2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მეცნიერის CV (დანართი№4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია თანხმობის წერილი თურქეთის მეცნიერთა ჯგუფის მხრიდან ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ (დანართი№5)  ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირის განცხადება (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე განაცხადის ფორმა(დანართი №7) ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია   ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე ბიუჯეტის ფორმა (დანართი №8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე თანხმობის წერილი თურქეთის ინსტიტუციის მხრიდან (დანართი №9)  პროექტების შეფასების კრიტერიუმები   ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე  ხელმისაწვბომია  TUTBITAK-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე :  http://tubitak.gov.tr/en/announcements/joint-call-between-tubitak-and-srnsf-is-open   დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:   მარიამ ქებურიას Tel:  +995 322 200 220 (4022)  Email:   keburia@rustaveli.org.ge   ნიკოლოზ ბაქრაძეს Tel:+995 322 200 220 (4406) Email:   bakradze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/images%203.jpg
07/06/2016 11:52

ფონდი აცხადებს კონკურსს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევებისა დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.  ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით. კონკურსი ითვალიწიებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას. 2016  წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: ა) ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი (პრიორიტეტი ენიჭება რუსთველოლოგიას); ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი; გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი; დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი. კატეგორიების შესაბამისად ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შემდეგ სუბიექტებს: ა)  ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2016 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში, კერძოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარს. ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე  სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევარს, რომელსაც სააკონკურსო  დოკუმენტაციის  მიღების დასრულებამდე შეუსრულდა არაუმეტეს 35 წელი; გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერის  ჯილდოს მოსაპოვებლად  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე მკვლევარს; დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფის ჯილდოს მოსაპოვებლად სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მოღვაწე არანაკლებ 3 (სამი) საქართველოს მოქალაქე, მკვლევრისგან შემდგარ სამეცნიერო - კვლევით ჯგუფს. ჯგუფში შესაძლებელია ჩართული იყოს მაგისტრანტ(ებ)ი და დოქტორანტ(ებ)ი, ასევე უცხოელი მეცნიერ(ებ)ი. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, საკონკურსო დოკუმენტაციის  ინგლისურენოვანი ფორმები ივსება მხოლოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2016 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის კატეგორიაში წარდგენილი კანდიდატის მიერ. საკონკურსო განაცხადი   ,   საჭირო დამატებითი დოკუმენტაციის თანხლებით და განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ხელმოწერილი, დასკანირებული PDF  ფორმატის ფაილის სახით   უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ,  ფონდის  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე :   rp @rustaveli.org.ge 2016 წლის  5 აგვისტოს 18:00 სთ-მდე ;       ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის ჩატარების წესი ქართული / ინგლისური განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ქართული / ინგლისური განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია ქართული / ინგლისური განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა ქართული / ინგლისური საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქცია ქართული / ინგლისური კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:  მაკა ქაჯაია ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/YS.jpg
30/05/2016 19:14

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც უნდა იყოს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში და რომელიც მოამზადებს და განახორციელებს პროექტს. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი. ერთი საგრანტო პროექტისთვის წელიწადში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ორ წელიწადში - 60 000 ლარს. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში   - დანართი 9 ): საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 30 მაისი ჯგუფური კონსულტაციები: 7 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; დამატებითი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა  8 ივნისი 16:00 სთ  - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია ; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 ივნისი . კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: 15 ივნისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29  ივნისი, 23:00 სთ-ის ჩათვლით. განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივლისი შეფასება -  ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი. ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პირობები(დანართი №1, განახლებული ვერსია) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანათი № 3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი № 4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის CV ფორმა (დანართი №5) ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია(განახლებული ვერსია) პროექტის რეზიუმე (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი № 7) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია განცხადების ფორმა (დანართი № 8) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი №9) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 15 ივნისს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ) ხშირად დასმული კითხვები გენერალური დირექტორის ბრძანება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში პროექტების დაფინანსების წესის შესახებ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის პროექტების დაფინანსების წესის შესახებ   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მეცნიერმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან : ა ) პროექტის შინაარსი , რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან : საპროექტო წინადადება; პროექტის ბიუჯეტი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი; ახალგაზრდა მეცნიერის CV; მენტორის CV; კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV; პროექტის რეზიუმე; მენტორის თანხმობის წერილი; კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი. ამ ნაწილის სრული , ქართული ვერსია უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PDF ფაილის სახით. ბ ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PDF ფაილის სახით . აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: უსდ-ს ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ პროექტის მიზნებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (არ მოიაზრება მასპინძელი დაწესებულება); ახალგაზრდა მეცნიერის პირადობის მოწმობის ასლი; ახალგაზრდა მეცნიერის დოქტორის დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული დიპლომის ასლს თან უნდა ერთვოდეს ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ გაცემული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); ახალგაზრდა მეცნიერის პირადი (ლარის) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; მასპინძელი დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სახაზინო კოდი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) და ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი); მასპინძელი დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და წესდება (წესდების წარმოდგენა არ არის სავალდებულო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა სამართლებრივი ფორმა სსიპ-ია); ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ თანხის მითითებით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული; მენტორის ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით (გაცემული მასპინძელი დაწესებულების მიერ); კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით. (ცნობის წარდგენის ვალდებულება ეხსნება იმ უცხოელ ან უცხოეთში მოღვაწე ქართველ კონსულტანტს, რომელის შესახებ ინფორმაციაც წარმოდგენილი იქნება CV-ის ფორმაში მითითებულ ორგანიზაციის ვებ გვერდზე). პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით.  დანართი N  8  (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისის 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ნინო ბიწაძე ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4405) ელ-ფოსტა:  bitsadze@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე    ელ-ფოსტა:  vlomidze@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/DI/es.jpg
17/05/2016 18:14

ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტი (შემდგომში - გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების ურთიერთობის ხელშეწყობის შესაძლებლობას. კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას. უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს (იხ. კლასიფიკატორი ამ ბრძანების დანართი №11) : საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. კონკურსში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად . აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია). გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.  პროექტის მიერ 1 8 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 60 ქულის 30 % ან ნაკლები %) პროექტის ხელმძღვანელს და სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეეძლებათ 2017 წელს გამოსაცხადებელ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო ხელმძღვანელის სახით. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 25  აპრილი. ჯგუფური კონსულტაციები: 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია; 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი; 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);   11 მაისი 1 4 :00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი; 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია; 1 9 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია . ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 მაისი. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე). კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ივნისი, 00:00 სთ-ის ჩათვლით (იგივე 6 ივნისი, 24:00 საათამდე). განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. (გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის ფარგლებში დამოუკიდებელ ექსპერტებთან შეფასებაზე გაიგზავნება 7 ივნისის 00:00 საათზე ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაცია) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი შეფასება - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი - ოქტომბერი. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება !!! დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მთავრობის დადგენილება ( № 8 8 , 16.02.2011) ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პირობები  ( დანართი  №1) სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( დანართი  №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია  (ელექტრონული ბაზა გაიხსნება მაისში და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ) ხშირად დასმული კითხვები ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია ( დანართი № 1 2 ) „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება; https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან: ა) პროექტის შინაარსი, რომელიც იტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი (დანართი №2), საპროექტო წინადადება (დანართი № 3), პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები (დანართი №4), პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი №5), პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6), პროექტის რეზიუმე (დანართი №7), პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი №8) წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9). იგივე ნაწილის ქართული ვერსია იტვირთება ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PdF ფაილის სახით. ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით. ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) პროექტის თავფურცელი / Cover Page - (დანართი № 2); ბ) საპროექტო წინადადება / Project Proposal Form - (დანართი № 3); გ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის CV-ები / CVs - (დანართი №4); დ) პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება / Budget & Justification of Budget - (დანართი №5); ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი / Project Timeframe - დანართი №6; ვ) პროექტის რეზიუმე / Project Summary - დანართი №7; ზ) პროექტის ხელმძღვანელის მიერ წინა 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით, განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის რეზიუმე / Summary of Previous Research Project - დანართი №8; თ) ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ / Host and Co-participant Institutions’ Information Form - დანართი №9. დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები - № 2-9 დანართები. საპროექტო წინადადების ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს(დანართი №3), ხოლო საპროექტო წინადადების (დანართი №3), პროექტის საერთო ბიუჯეტის/ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთების (დანართი №5) და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის(დანართი №6) ინგლისური ვერსია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 17 გვერდს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!! ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი (დანართი №2) საპროექტო წინადადება(დანართი №3) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები (დანართი№4) პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი№5) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6) პროექტის რეზიუმე (დანართი№7) პროექტის ხელმძღვანელის მიერ წინა 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით, განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი №8 ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ (დანართი №9) პროექტის წარმდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი №10) დამატებით ქართულ ენაზე ერთ PDF ფაილად წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტები: ა) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლები; ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომების ასლები; გ) პროექტში მონაწილე წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაცი(ებ)ის იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემული 2016 წელს და წესდება), იმ შემთხვევაში თუ ის(ისინი) არ წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; დ) თანადამფინანსებელი იურიდიული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული თანადაფინანსების საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანადამფინანსებელი უცხოური ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტის თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა; ე) თანადამფინანსებელი ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი თანადაფინანსების საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ თანადამფინანსებელი უცხოეთის მოქალაქეა, აუცილებელია დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა; ვ) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოური ორგანიზაცია ან/და უცხოეთის მოქალაქეა, აუცილებელია დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა. პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ - დანართი N10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) და პროექტის თავფურცელი - დანართი N2 პროექტის ელექტრონული რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შიფრის მიღების შემდეგ.  განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 9 ივნისს 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება . კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ლოლიტა შენგელია ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07) ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში , შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ  ელ-ფოსტაზე:   kelikhashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად