2016 წლის კონკურსების საბოლოო შედეგები

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2016 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

12/07/2016 12:02
ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 2016 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 13 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 7 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი:   პროექტის შიფრი კვლევითი პროექტის სათაური UO_08_6-2016 The Art and Architecture of the Kingdom of Georgia in the l0th and l l th centuries" UO_5_6_2016;  “Rome in the Caucasus: New Ligbt on the Roman Impact on Iberian Society”   სარეზერვო კანდიდატი - UO_12_6_2016 - Coping with Poverty and marginalization in Georgia  - Experience and Strategies of Households Living in Poverty      გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
06/07/2016 10:53

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის Proof of Concept Grant შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსის - Proof of Concept Grant შედეგების შესახებ. Proof of Concept Grant  არის ევროპული კვლევების საბჭოს  საგრანტო დაფინანსების სქემა, რომელიც ღიაა მხოლოდ ERC -ის გრანტის მფლობელებისათვის. კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები ახდენენ ERC-ის მიერ  უკვე მხარდაჭერილი კვლევითი პროექტების   შედეგების კომერციული ან ინოვაციური პოტენციალის შესწავლას. Proof of Concept Grant ცხადდება წელიწადში სამჯერ. მეცნიერს განაცხადის წარდგენა შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთ-ერთ საკონკურსო რაუნდზე. კონკურსის პირველ რაუნდზე წარდგენილი იყო 141 განაცხადი, საიდანაც დაფინანსება მიიღო 44 მეცნიერმა.  იხილეთ დასაფინანსებლად გამოვლენილი მეცნიერების ჩამონათვალი.   დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები მოიცავს საკითხთა მრავალფეროვან სპექტრს, როგორიცაა,  მაგალითად, ნეირო-ტექნოლოგიურ მოწყობილობების განვითარებას, პროგრამული უზრუნველყოფა კლიმატური მოვლენების სწრაფი და უკეთესი პროგნოზირებისთვის, ვაქცინის ახალი სტრატეგიის შემუშავება ისეთ ვირუსებთან გამკლავების მიზნით, როგორიცაა Ebola, dengue და Zika. ERC  Proof of Concept Grant-ის 2016 წლის ბიუჯეტი ჯამში შეადგენს 20 მილიონ ევროს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდს: ERC-ის ვებგვერდი
სრულად

2016 წლის სტაჟირების კონკურსის შედეგები

14/06/2016 10:51
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების: 2016 წლის კონკურსში დარეგისტრირდა  55 საპროექტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად კონკურსიდან მოიხსნა ერთი  საგრანტო განაცხადი (პროექტის შიფრი IG/1/6/16 ). 2016 წლის 13 ივნისს  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გენერალური დირექტორის 2016  წლის 01 ივნისის N106 ბრძანებით ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში შემოსული საგრანტო განაცხადების, შეფასების მიზნით,  შემფასებელი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ"  დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი პროექტების შემფასებელი კომისიის სხდომა. საკონკურსო კომისიამ შემოსული საპროექტო განაცხადები შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის  N120 დადგენილებით დამტკიცებული დებულების N2 დანართით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბისად და  დასაფინანსებლად  გამოავლინა 30 საგრანტო განაცხადი. გენერალური დირექტორის ბრძანება  მოხსნილი პროექტის შესახებ   გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების „კონკურსში გამარჯვებული პროექტები ,,ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების“ კონკურსის  რანჟირებული სია
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

24/05/2016 10:50
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 133 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 25 განაცხადი, გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  38 განაცხადი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება
სრულად

2016 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის შედეგები

27/04/2016 10:47
2016 წლის სეზონური სკოლების  საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 53 საპროექტო წინადადება. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 10 საპროექტო განაცხადი. გენ ერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების  შესახებ საკონკურსო კომისიამ  შემოსული საპროექტო განაცხადები  შეაფასა  „სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 ივნისის N77/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და დასაფინანსებლად გამოავლინა  12 პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესა ხებ გენერალური დირექტორის ბრძანება
სრულად

2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

25/03/2016 10:44
2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 83 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო  საკონკურსო კომისიის მიერ მოიხსნა 1 პროექტი. საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტი პროექტის შიფრი წამდგენი ორგანიზაცია პროექტის სათაური CG16_i_5_92 კავკასიის უნივერსიტეტი ”სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”. საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  11 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

04/03/2016 10:42
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში შემოსული პროექტების შეფასების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის 2 მარტის N37 ბრძანება „2016 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.   მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები   2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ.   გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტები   საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  47 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

02/03/2016 10:42
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და წაახალისოს საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაცია. 2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ. გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი პროექტების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ მოხსნილი პროექტები საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  46 პროექტი. კომისიის მიერ შეფასებული პროექტები  გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ
სრულად