2016 წლის კონკურსების შუალედური შედეგები

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

09/09/2016 18:20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული 2016 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები დამტკიცდა ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 09 სექტემბრის  N81 ბრძანებით.

პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე 51 პროექტიდან შერჩეულ იქნა საუკეთესო ქულების მქონე 25 საპროექტო წინადადება.

შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის, სადაც მინიჭებული ექნებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.

II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ)ი უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 10 ოქტომბრის 16:00 საათის ჩათვლით.

სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ-ს მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს.

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N184

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები