2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/oxforf.jpg
11/01/2016 11:06

გამოცხადდა ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის კონკურსი

2015 წელს 23 ოქტომბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს, ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ.  საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევარის სტატუსს და 2017 წლის იანვრიდან  გაემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში საკუთარი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა  ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინოს : კვლევითი პროექტი (არაუმეტეს 1800 სიტყვა,  MS WORD დოკუმენტი,  შრიფტის ზომა 11,ინტერვალი - 1.15, ფონტი Times New Roman); ავტობიოგრაფია (CV, არაუმეტეს 2 გვერდისა, PDF ფორმატში); სამი რეკომენდატორის სია შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სახელი, გვარი, სამუშაოადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი). განცხადების შევსებული, ხელმოწერილი დოკუმენტი (დანართი 4); აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთი PDF ფორმატში; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ საერთაშორისოპასპორტი) PDF ფორმატში. გრანტის მაძიებელმა მეცნიერმა კონკურსში პროექტის დასარეგისტრირებლად ზემოაღნიშნულიწარმოსადგენი დოკუმენტები (1, 2, 3, 5, 6) უნდა  გამოგზავნოს  ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე uo@rustaveli.org.ge    2016 წლის 30 მაისის 18:00 სთ - მდე , ელექტრონულად რეგისტრირებულ პროექტს ენიჭება შიფრი, რომელიც ასევე ელექტრონული ფოსტით ეგზავნება მეცნიერს, გრანტის მაძიებელმა მეცნიერმა მიღებული შიფრი უნდა მიუთითოს განცხადებაზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 4) და შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 31.05.2016 წლის 18:00 საათამდე. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი : 11/01/2016 - კონკურსის გამოცხადება; 30/05/2016 18:00 სთ-მდე - ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა; 31/05/2016 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა. კონსულატაციების დღეები: 4.02.1016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 16:00 სთ - რეგისტრაცია დასრულებულია 10.03.2016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 16:00 სთ -  რეგისტრაცია დასრულებულია 19.04.2016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 16:00 სთ - რეგისტრაციის ფორმა 4/07/2016 - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების გაგზავნა; ივლისი 2016 - ინტერვიუები კომისიასთან; სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება; სექტემბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პროგრამა და პირობები დანართი 2 - ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის შეთანხმება დანართი 3 - ხელშეკრულების ფორმა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და მიწვეულ მკვლევარს შორის დანართი 4 - კონკურსის განაცხადის ფორმა. ხშირად დასმული კითხვები კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ნინო გაჩეჩილაძე ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge ნინო დემეტრაშვილი ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად