2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/YS.jpg

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების 2016 წლის კონკურსს

30/05/2016 15:21

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც უნდა იყოს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში და რომელიც მოამზადებს და განახორციელებს პროექტს.
  • პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი.
  • ერთი საგრანტო პროექტისთვის წელიწადში ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ორ წელიწადში - 60 000 ლარს.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 9):

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  6. სოციალური მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.  

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 30 მაისი
  • ჯგუფური კონსულტაციები:
  1. 7 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
  2. დამატებითი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა 8 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია;
  3. 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია;

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! 

  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 ივნისი .
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: 15 ივნისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ივნისი, 23:00 სთ-ის ჩათვლით.
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით.
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივლისი
  • შეფასება -  ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!! 

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა მეცნიერმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან:

) პროექტის შინაარსი, რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  1. საპროექტო წინადადება;
  2. პროექტის ბიუჯეტი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება;
  3. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;
  4. ახალგაზრდა მეცნიერის CV;
  5. მენტორის CV;
  6. კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV;
  7. პროექტის რეზიუმე;
  8. მენტორის თანხმობის წერილი;
  9. კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი.

ამ ნაწილის სრული, ქართული ვერსია უნდა აიტვირთოს ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PDF ფაილის სახით.

) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PDF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს:

  1. უსდ-ს ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ პროექტის მიზნებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (არ მოიაზრება მასპინძელი დაწესებულება);
  2. ახალგაზრდა მეცნიერის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ახალგაზრდა მეცნიერის დოქტორის დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული დიპლომის ასლს თან უნდა ერთვოდეს ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ გაცემული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  4. ახალგაზრდა მეცნიერის პირადი (ლარის) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  5. მასპინძელი დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სახაზინო კოდი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) და ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ორგანიზაციის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი);
  6. მასპინძელი დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და წესდება (წესდების წარმოდგენა არ არის სავალდებულო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა სამართლებრივი ფორმა სსიპ-ია);
  7. ცნობა თანადაფინანსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ თანხის მითითებით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული;
  8. მენტორის ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით (გაცემული მასპინძელი დაწესებულების მიერ); კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცნობა სამსახურიდან აკადემიური ხარისხის მითითებით. (ცნობის წარდგენის ვალდებულება ეხსნება იმ უცხოელ ან უცხოეთში მოღვაწე ქართველ კონსულტანტს, რომელის შესახებ ინფორმაციაც წარმოდგენილი იქნება CV-ის ფორმაში მითითებულ ორგანიზაციის ვებ გვერდზე).

პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:

ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით. დანართი N 8 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული)

განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისის 16:00 სთ-მდე.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

ნინო ბიწაძე

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4405)

ელ-ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge 

ვაჟა ლომიძე   

ელ-ფოსტა: vlomidze@rustaveli.org.ge

 

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!