2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/stcu.jpg

ფონდი აცხადებს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

15/06/2016 18:47

კონკურსის  მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;

გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესულია ცვლილებები საქართველოს მთავრობის N86 დადგენილებაში (მ.შ. შეფასების კრიტერიუმებში) და ყველა სხვა საკონკურსო დოკუმენტთან ერთად ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტსაც!!!

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

 

ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით _ სა­ქართველოს მოქმედი კა­ნონ­მდებლობის შესაბამისად შექმნილ სა­­ჯარო სამართლის იური­დი­ულ პირებს, საქართველოში რეგის­ტ­რი­რებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერ­ცი­ულ) იუ­რიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მი­ზა­ნია სა­მეც­ნიერო კვლევების განხორციელება,  საგანმანათლებლო და­­წე­სე­ბულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხო­­ლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმ­­­აღ­ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

ბ) პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის) სახით - დოქ­ტორს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქო­ნე ფიზიკურ პირს;

გ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, რეზიდენტს, მაგისტრის,  დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს;

 

დ) ახალგაზრდა მკვლევარის სახით - პირს ძირითადი პერსონალიდან, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ან რომელიც არის დოქტორანტი, რეზიდენტი, მაგისტრი 35 წლამდე (კონკურსის გამოცხადების დღისთვის), ან მაგისტრანტი.

 

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალის საერთო რაოდენობის მინიმუმ 30% ე.წ. „მეიარაღე მეცნიერების“ ჩართულობა. აუცილებელია „მეიარაღე მეცნიერ(ებ)ის“ მითითება ძირითად პერსონალში.

 

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ასევე, სულ ცოტა 1 უცხოელი კოლაბორატორის ჩართულობა.

  • საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე
  • პროექტის მთლიანი ბიუჯეტი - ფონდისა და მტცუ-ს მხრიდან გაცემული დაფინანსება (50%:50%) არ უნდა აღემატებოდეს 70 000 აშშ დოლარს. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარს

ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.  

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 
  • ჯგუფური კონსულტაციები:
  1. 21 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
  2. 30 ივნისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია;

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! 

  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივლისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება:  24 ივნისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2016 წლის 7 ივლისი,       22:00 სთ-ის ჩათვლით.
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 12 ივლისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!! 

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: 

 

დამატებითი დოკუმენტები:

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გრანტის მაძიებელმა ელექტრონულად (პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პროექტი, რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ქართულ და ინგლისურ ენებზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საპროექტო წინადადების თავფურცელი (დანართი№2);
  •  საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3);
  • პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და კოლაბორატორ(ებ)ის ბიოგრაფიული მონაცემები (CV) (დანართი 4;
  • პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5);
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6);
  • პროექტის რეზიუმე (დანართი 7);
  • პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით მისი მონაწილეობით განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეზიუმე დანართი №8);
  • წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9)

ინგლისურენოვანი დოკუმენტები აიტვირთება ცალ-ცალკე, ხოლო ქართულენოვანი დოკუმენტები - ერთ ფაილად გაერთიანებული სახით. 

ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომის ასლი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან). 

პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:

ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით. დანართი N 10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული)

განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის  12 ივლისის 16:00 სთ-ის ჩათვლით.

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება. 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

გრიგოლ აბულაძე

ელ-ფოსტა: abuladze@rustaveli.org.ge  

ნიკა ბაქრაძე + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406)

ელ-ფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge