2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/geoconf.jpg

გამოცხადდა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

23/06/2016 19:44

კონკურსის მიზნებია:

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:

ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;

ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების ხელშეწყობას, განვითარებასა და განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას  საერთაშორისო მასშტაბით;

გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევითი ცენტრებს, ჯგუფებსა და ინდივიდუალურ მკვლევართა  შორის გამოცდილების გაზიარებას;

დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას;

ე) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

  

2016 წლის საგრანტო კონკურსის თემებია:

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის თემა უნდა იყოს:

ა) რუსთველოლოგია;

ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობა და დაცვა. 

კონფერენციის ჩატარების ვადებია:

კონფერენცია უნდა ჩატარდეს რუსთველოლოგიის მიმართულებით არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობა და დაცვის თემატური მიმართულებით -  2017 წლის 1 აგვისტომდე.

 

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gc@rustaveli.org.ge 2016 წლის 22 ივლისის 16:00 სთ-მდე.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 26 ივლისის 16:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგია:

23 ივნისი                          კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;

30 ივნისი, 16:00 სთ.        ჯგუფური კონსულტაცია (1) - ფონდის საკონფერენციო დარბაზი;

18 ივლისი, 16:00 სთ.      ჯგუფური კონსულტაცია (2) - ფონდის საკონფერენციო დარბაზი - რეგისტრაცია;

19 ივლისი                        შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

22 ივლისი, 16:00 სთ. პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა;

26 ივლისი, 16:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა;

8 აგვისტო                         კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

15 აგვისტოდან                გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:

ქეთი გაბიტაშვილი

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407)

ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge

ნინო დემეტრაშვილი

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4302)
ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი:

მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული, თბილისი 0193

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !