2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/13639458_10201825652678979_191477807_o.jpg

ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

07/07/2016 20:42

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია  სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის შემდეგ მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები
  5. სოციალური მეცნიერებები
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები 

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის 2013 და 2014 წლებში გამარჯვებული პირი. 

პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 

გამარჯვებული პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს 2016 წლის ოქტომბრიდან.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. თვეების რაოდენობა უნდა იყოს 6-ის ჯერადი და შეესაბამებოდეს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებს.

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 21 000 ლარს.

კონკურსის გრაფიკი:

  • 7 ივლისი, 2016 წ - კონკურსის გამოცხადება;
  • 18 ივლისი, 2016 წ - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა და ბაზაში პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის განთავსება;
  • 20 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა
  • 26 ივლისი, 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია - სარეგისტრაციო ფორმა;
  • 1 აგვისტო, 2016 წ. - ფონდში შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 8 აგვისტო, 2016 წ. 23:00 სთ - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 10 აგვისტო, 2016 წ. 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის ბოლო ვადა.

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! 

ვადისა და კონკურსის პირობების (ფორმატი, წესი და სხვ.) დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. 

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ დოქტორანტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი N10 (შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული) ელექტრონული რეგისტრაციის შიფრის მითითებით არაუგვიანეს 2016 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათისა.

პროექტის მიზნებისათვის დოქტორანტის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა) ხარჯი და 12 დღემდე ხანგრძლივობის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის   ანაზღაურდება  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულებით დადგენილი სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების ნორმების შესაბამისად.

უცხოეთში 12 და მეტი დღის ხანგრძლივობის სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში დოქტორანტმა უნდა იხელმძღვანელოს დანართი 13 - ით (დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტის უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით).

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: 

ქეთევან გაბიტაშვილი

ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge

დავით ჩიჩუა

ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge

ნინო გაჩეჩილაძე

ელ-ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!