2016 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg

ფონდი აცხადებს სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსს

11/10/2016 19:34

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს: 

ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფას;

ბ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობას;

დ) ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისებას სადოქტორო სწავლების საფეხურზე;

ე)  ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერას კარიერის საწყის ეტაპზე;

ვ) სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.

პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულეებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები
  5. სოციალური მეცნიერებები
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები 

პროექტი შეიძლება იყოს ინტერდისციპინარული და მოიცავდეს არაუმეტეს სამ ქვემიმართულებას (იხილეთ სამეცნიერო კლასიფიკატორი).

 დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი (პროექტი) უნდა ითვალისწინებდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

  1. არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, ან
  2. ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას. 

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

კონკურსის გამოცხადება

11 ოქტომბერი

ჯგუფური კონსულტაციები

18 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა

31 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა

შეკითხვების ელექტრონულად გამოგზავნის ბოლო ვადა

31 ოქტომბერი, 18:00 სთ.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის

დაწყება               

ბოლო ვადა

 

26 ოქტომბერი, 10:00 სთ.

7 ნოემბერი, 16:00 სთ.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა

 

10 ნოემბერი, 16:00 სთ.

 

კონკურსის შედეგების გამოცხადება

 

დეკემბერი, 2016 წ.

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! 

ვადების დარღვევით შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. 

დეტალურ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება (№58/ნ, 06.2016)
  • ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
  • დანართი 1 - კონკურსის პირობები ( GEO )
  • დანართი 2 - პროექტის თავფურცელი ( ENG / GEO )
  • დანართი 3 - საპროექტო წინადადება ( ENG / GEO )  
  • დანართი 4 - პროექტისთვის საჭირო რესურსები და პროექტის მენეჯმენტი ( ENG / GEO )  
  • დანართი 5 - პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება ( ENG / GEO )   
  • დანართი 6 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ( ENG / GEO )
  • დანართი 7 - ბიოგრაფიის (CV) ფორმა პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და უცხოელი კონსულტანტისათვის ( ENG / GEO )
  • დანართი 8 - უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი ( ENG )
  • დანართი 9 - ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( GEO )
  • დანართი 10 - სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების 2016 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ( GEO )
  • დანართი 11 - სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( ENG / GEO )
  • დანართი 12 - ფონდის საგრანტო პროეტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკატორი ( GEO )
  • ხშირად დასმული კითხვები

პროექტის დოკუმენტები მომზადებული უნდა იყოს ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მიხედვით. ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი, 16:00 სთ. კანცელარიაში განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 16:00 სთ. დადგენილი ფორმებისა და ვადების დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება. 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს: 

ქეთი გაბიტაშვილი

ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)