2017 წლის კონკურსების საბოლოო შედეგები
http://rustaveli.org.ge/images/image/oqs.jpg
13/07/2017 17:34

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა  ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“  ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 2017 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 9 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 7 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი: იხ. გენერალური დირქტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 21 ივლისის 17:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით   დამტკიცებული დოკუმენტები. გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.
სრულად

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საბოლოო შედეგები

21/06/2017 17:11
გამოვლინდა 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტები. იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   გენერალური დირექტორის ბრძანება   გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტების სია გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

შეცდომის გასწორება

31/05/2017 16:38
"2017 წლის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი "Rustaveli-DAAD"-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ" სსიპ შოთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 მაისის N58 ბრძანებაში შეცდომის გასწორების შესახებ. იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  და გამარჯვებულთა სია
სრულად

გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

25/05/2017 16:38
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება და გამარჯვებულთა სია ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში
სრულად