2017 წლის კონკურსების საბოლოო შედეგები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/slider2.jpg
15/01/2018 15:18

მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგები

გთხოვთ, იხილოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანება N-05 მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ; რანჟირებული სიები მიმართულებების მიხედვით ; კონკურსის სტატისტიკა. გამარჯვებული პროექტების ავტორებმა, არაუგვიანეს 9 თებერვლის 17:00 საათისა, ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N-05 -ით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება! შენიშვნა: კონკურსში მონაწილე პროექტების ავტორებს საკონკურსო კომისიის შეფასებები დაეგზავნებათ 3 სამუშაო დღეში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/cnr%20research.png
22/12/2017 17:55

ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები. გთხოვთ, იხილოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის  N177 ბრძანება .
სრულად

ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტები

15/12/2017 09:51
გთხოვთ, იხილოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N175 ბრძანება ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
სრულად

2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

14/12/2017 18:13
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება, ფუნდამენტური კვლევებისათვის 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში სამეცნიერო მიმართულებებისა და ქვე-მიმართულებების მიხედვით საკონკურსო განაცხადების რანჟირებული სიებისა და კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა, არაუგვიანეს 19 დეკემბრის 18:00 საათისა, ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება! შენიშვნა: კონკურში მონაწილე პროექტების ავტორებს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები დაეგზავნებათ 3 სამუშაო დღეში.  
სრულად

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსის შედეგები

30/11/2017 18:59
გთხოვთ, იხილოთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტებისა და სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტის ავტორებმა არაუგვიანეს 6 დეკემბრის 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/23120083_1607695469276677_2220677760932257180_o.jpg
06/11/2017 11:48

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2017 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2017 წლის კონკურსის  საკონკურსო კომისიამ,   კონკურსი დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 19 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N07 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულები. 2017 წლის გამოცხადებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. 44 საკონკურსო განაცხადიდან 19 განაცხადი წარდგენილია საქართველოს რეგიონებიდან (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 25 - თბილისიდან. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.   გრანპრის მფლობელი გახდნენ:   გრიგოლ მიქაძე; ლუკა ბუსქანძე; ცოტნე მიქაძე   პროექტი:კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება   პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.   I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:   იონა იობიძე; გიორგი უროტაძე   პროექტი: მანძილის მზომი რობოტი   II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:   ჯემალ გონაშვილი; გიორგი ჟორჟოლიანი; იოანე სალუქვაძე   პროექტი ,,ჭკვიანი ურიკა“   III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:   შორენა გუჯაბიძე; დეა ილარიონოვა; მარინა გუჯაბიძე   პროექტი,,უჩინარის მაჩინარი" -მოზაიკური ეკრანი ,,შლიერენის" გამოსავლენად    (საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).   პროექტის მხარდამჭერია „ თიბისი ბანკი “. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:   გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის    გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის მონაწილეებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით.   საქართველოს უნივერსიტეტის საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა   ბატონმა  კახაბერ თავზარაშვილმა   პროექტის ,, რადიოლოკაციური ხელჯოხი უსინათლოთა დასახმარებლად ავტორს  ლაშა ტავლალაშვილს გადასცა პლანშენტი. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავჯდომარემ და 2017 წლის ,,ლეონარდო და ვინჩის“ კომისიის წევრმა ბატონმა  ელიზბარ ელიზბარაშვილმა ასოციაციის პრიზებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2017 წლის ,კონკურსის  გრანპრის მფლობელი პროექტის ,,კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება“ ავტორები: გრიგოლ მიქაძე, ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრის  იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა ფრუიძემ   პროექტის ,,  მასწავლებელი ბუ ს“ ავტორებს  ანი თეთრაშვილს და გივი მელიქიშვილს გადასცა   1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. შპს მთაწმინდის პარკმა  კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), იონა იობიძე,  ჯემალ გონაშვილი,  გიორგი ჟორჟოლიანი  მთაწმინდის პარკის 50 -ლარიანი ბარათებით დააჯილდოვა.  
სრულად

ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის საგრანტო კონკურსის შედეგი

01/11/2017 14:46
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული მაგისტრანტების დამტკიცების შესახებ გენერალური დირექტორის N148 ბრძანება.
სრულად

2017 წლის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგები

29/09/2017 15:29
2017 წლის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 238 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 ივლისის N89 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, კონკურსიდან მოიხსნა 15 განაცხადი.   კონკურსში მონაწილე 223 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N128/ნ ბრძანებით დადგენილი წესით. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 3 აგვისტოს N111 ბრძანების შესაბამისად, შედგა რანჟირებული სიები და გამოვლინდა 40 გამარჯვებული პროექტი.   ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ   გამარჯვებული პროექტები   რანჟირებული სიები   კონკურსის სტატისტიკური ანალიზი   გამარჯვებული პროექტების ავტორებს გთხოვთ, წარმოადგინოთ ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ და პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები განცხადებასთან ერთად სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 20 ოქტომბრის 16:00 საათისა.   გთხოვთ გაითვალისწინოთ, დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

2017 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები

11/09/2017 12:42
მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსის   საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო ფონდის კონკურსიდან მოიხსნა 4 საკონკურსო განაცხადი გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი განაცხადების შესახებ   საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე  ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცდა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხის გადანაწილების წესი კონფერენციებზე, სეზონურ სკოლებსა და კომბინირებულ ღონისძიებებზე გენერალური დირექტორის ბრძანება თანხის გადანაწილების შესახებ   მობილობის გრანტის შემთხვევაში, კომისიამ  შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დაადგინა ორი რანჟირებულ სია, ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის.   რანჟირებული სია ახაგაზრდა მეცნიერთათვის რანჟირებული სია სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში, კომისიამ  შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დაადგინა სამი რანჟირებულ სია, კონფერენციებისათვის, სეზონური სკოლებისათვის და კომბინირებული ღონისძიებებისათვის.  რანჟირებული სია კონფერენციებისათვის რანჟირებული სეზონური სკოლებისათვის რანჟირებული სია კომბინირებული ღინისძიებებისათვის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების შესახებ  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
25/08/2017 17:47

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ შედეგები

კომისიის მიერ შეფასებული პროექტები. კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 4 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარედგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. გენერალური დირექტორის ბრძანება. გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2017 წლის  8 სექტემბრისა  17:00 საათისა ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად