2017 წლის კონკურსების შუალედური შედეგები

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

18/08/2017 16:28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (მტცუ) მიერ “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში ორგანიზებული 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები დამტკიცდა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 18 აგვისტოს  N115 ბრძანებით.

პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე 72 პროექტიდან შერჩეულ იქნა საუკეთესო ქულების მქონე 25 საპროექტო წინადადება.

შერჩეული პროექტების ხელმძღვანელები ელექტრონული ფოსტით მტცუ-დან მიიღებენ სპეციალურ ფორმას პროექტების სრული სახით მომზადებისათვის, სადაც მინიჭებული ექნებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.

II ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელებმა ფონდის კანცელარიაში სათანადო ფორმის შესაბამისად მომზადებული პროექტების სრული ვერსიები და თანამშრომლობის შესახებ ინტერესის გამოხატვის წერილ(ებ)ი უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 15 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით.

სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდება მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რის საფუძველზეც მტცუ-ს მმართველთა საბჭო გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს.

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები