2017 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Daad/slider2_1.jpg

ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს

19/04/2017 16:27

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე,  ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • 2017 წლის 19 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • კონსულტაციების დღეები:
  1. 05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი,
  2. 05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი,
  • 2017 წლის 5 ივნისი, 18:00 სთ. - პროექტების წარდგენა ფონდში ელექტრონული ფოსტით; ფონდის მიერ სარეგისტრაციო შიფრის მინიჭება ელ.ფოსტით მიღებული პროექტებისთვის და მინიჭებული შიფრის გაგზავნა ელ.ფოსტით პროექტის თითოეული წარმდგენისთვის.
  • 2017 წლის 7 ივნისი, 16:00 სთ. - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის კანცელარიაში.
  • 2017 წლის 8-9 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
  • 2017 წლის 12-29 ივნისი - პროექტების შეფასება
  • 2017 წლის 30 ივნისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების გაგზავნა;
  • 2017 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ;
  • 2017 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
  • 2017 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:

ნინო გაჩეჩილაძე
ელ-ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!