2017 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსს

22/06/2017 17:54

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ინდივიდუალური (მობილობის) და ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების) გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით.

მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

 

  • 22 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება;
  • 26 ივნისი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება;
  • 28 ივნისი 16:00 - ჯგუფური კონსულტაცია №1, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა;
  • 6 ივლისი 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა;
  • 18 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა;
  • 19 ივლისი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 24 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 26 ივლისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
  • 2017 წლის სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება.

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

 

დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:

 

მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულ ფოსტაზე - mgtravel@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2)
  • განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6)
  • დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-5 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტში.

 

მობილობის საგრანტო კონკურსზე ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9) განსაზღვრული ვადების დაცვით.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონულ ფოსტაზე - ise@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პროექტის თავფურცელი და პროექტის აბსტრაქტი (დანართი 3)
  • საპროექტო წინადადება (დანართი 5)
  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ძირითადი პერსონალისა და ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7)
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადი პერსონალი) პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 8)
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან უცხოეთში მოღვაწე ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის დაინტერესების წერილი (დედანი და ნათარგმნი და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ) პროექტში მონაწილეობაზე (დანართი 12)
  • პროექტის ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6)
  • დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის დ.ბ ქვეპუნქტში.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ, ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10) განსაზღვრული ვადების დაცვით.

პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით!

პროექტის გამოგზავნისას, ისარგებლეთ პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით - რეგისტრაციის ინსტრუქცია

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის ელექტრონულად გამოგზავნა კონკურსის შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით;

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: 

 

თორნიკე სხირტლაძე

skhirtladze@rustaveli.org.ge

ვაჟა ლომიძე

 lomidze@rustaveli.org.ge

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!