2018 წლის კონკურსების შუალედური შედეგები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/LEO/3_1.JPG
18/10/2018 13:48

2018 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე  ეტაპზე დარეგისტრიდა 18 საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო კომისიამ  კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადები  შეფასდა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის  N11 ბრძანების მე-7 დანართის ,,მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების“  შესაბამისად.  იხილეთ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული საკონკურსო განაცხადების შეფასებები: საინჟინრო მიმართულება  და კვლევა .  
სრულად

ცვლილება 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის შუალედურ შედეგებში

11/10/2018 16:49
2018 წლის "ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა" და "უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის" ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზის პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის საფუძველზეც დასახელებული კონკურსების ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის  2018 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №135 და 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №140 განხორციელდა ცვლილება. იხილეთ, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N143 და  ბრძანება N144.   ფონდი გისურვებთ წარმატებას!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/DI%202018/1.jpg
10/10/2018 12:10

ინფორმაცია „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2018 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N140 ბრძანება „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2018 წლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AR%202018/AR%20logo.jpg
09/10/2018 10:25

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის I ეტაპის შედეგები

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიამ განიხილა I ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადები და შეაფასა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 დადგენილებით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. იხილეთ კონკურსის II ეტაპზე გადასული პროექტების სია. II ეტაპზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 10 ოქტომბერს ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/FR%202018/FR-surati.jpg
08/10/2018 15:20

2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 535 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 448 პროექტი. იხილეთ 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg
07/08/2018 16:38

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ კონკურსის ტექნიკური ექპერტიზის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ კონკურსზე დარეგისტრირდა 23 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო მოიხსნა ერთი საკონკურსო განაცხადი (შიფრი- aarp /2/7/18). შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის ბრძანება  ფონდის ჯილდო  2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის მოხსნის შესახებ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg
27/07/2018 13:42

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 160 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 157 პროექტი. იხილეთ 2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/governance-1_1.jpg
19/07/2018 10:44

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსიში მონაწილეთა საყურადღებოდ!

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 195 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 189 პროექტი. იხილეთ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანება .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/YS/etriks.jpg
26/06/2018 14:55

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შუალედური შედეგები

“2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე“ დარეგისტრირდა 107 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარეს ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპი და შეფასების ეტაპზე გადავიდა 107-ვე პროექტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/he%202018/images%20(2).jpg
31/05/2018 16:56

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შუალედური შედეგები

„სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის”  2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 40 საპროექტო განაცხადი. კონკურსიდან მოიხსნა 2 პროექტი (იხილეთ ბმული) .
სრულად