2018 წლის კონკურსების შუალედური შედეგები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/LEO/3_1.JPG

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

26/04/2018 11:24

სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს  სამეცნიერო ფონდში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018  კონკურსის  დარეგისტრირდა 38 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

  • ქცევითი და სოციალური მეცნიერებები- 1 საკონკურსო განაცხადი;
  • ქიმია/ბიოქიმია/ ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები -4 საკონკურსო განაცხადი
  • კომპიუტერული ბიოლოგია და ბიოინფორმატიკა-1 საკონკურსო განაცხადი;
  • დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები -1 საკონკურსო განაცხადი;
  • დანერგილი სისტემები-18 საკონკურსო განაცხადი;
  • ენერგია: ქიმიური და ფიზიკური- 1 საკონკურსო განაცხადი;
  • საინჟინრო მექანიკა/-კომპიუტერული მექანიკა, კონტროლის თეორია-3 საკონკურსო განაცხადი
  • გარემოსდაცვითი ინჟინერია-3 საკონკურსო განაცხადი;
  • სანავიგაციო და სამაშველო სისტემების განვითარება-1 საკონკურსო განაცხადი;
  • რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები-5 საკონკურსო განაცხადი;

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა    20      საკონკურსო განაცხადი.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018  კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების რანჟირებული სია . კონკურსის პირველი ეტაპის მაქსიმალური შეფასებაა 50 ქულა.

კონკურსის მეორე საფეხურზე გადავიდნენ  ის კონკურსანტები, რომლებიც შეფასების  კრიტერიუმების მიხედვით მიიღეს არანაკლებ 30  ქულა.

კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge  2018 წლის  04 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2018 წლის  10 ოქტომბრის 16:00 სთ-მდე. 

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან.

სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს.

პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ  (იხ. დანართი №3),   მიუთითებს  პროექტის შიფრს:   leo/…/…/18 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით.

ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად   წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში. 

პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:

      ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;

      ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;

      გ) დასკვნა.

 მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2018 წლის 20 ოქტომბრისა.

 საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს    2016 წლის 15 ნოემბრისა.