2018 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/Daad_1.jpg

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

15/02/2018 12:00

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:

ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში;

ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით;

გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში;

ბ) დოქტორანტების - 3 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში.

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების - 6 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 637,5ევროს ექვივალენტი ლარში.

სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 15 მაისიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

მინისტრის ბრძანება;

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება;

კონკურსის პირობები (დანართი 1);

პროექტი უნდა დარეგისტრირდეს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში (იხილეთ ბმული). პროექტის ბეჭდური ვერსია ორ ეგზემპლიარად სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა ჩაბარდეს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა #16).

ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:

ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;

ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2);

გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3).

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 15 თებერვალი;
  • ჯგუფური კონსულტაცია 20 თებერვალი 17:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში; რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ
  • გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 26 თებერვალს 16:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101- ე აუდიტორია;
  • გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 28 თებერვალს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია A 101- ე ;
  • გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 6 მარტს 16:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში (დიდი დარბაზი, მე-2 სართული/მ.ზანდუკელის ქ. 16);
  • დამატებით სხვა გასვლითი ჯგუფური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ. გვერდზე.
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მარტი;
  • პროექტის სარეკომენდაციო წერილთან ერთად (ორი ეგზემპლიარი) DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში წარდგენის ბოლო ვადა: 20 მარტი;
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 21 მარტი 16:00 სთ-მდე.
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კოორდინატორს ელ-ფოსტაზე: daad@rustaveli.org.ge ან info@daad.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!