2018 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/governance-1.jpg

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსს

11/04/2018 15:51

კონკურსის სახელწოდება

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა MG

კონკურსის მიზანი

ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი :  ინდივიდუალური (მობილობა);  ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები)

 

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში:

  • პირველი ლოტი - მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტი საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (მობილობა);
  • მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.

 

მობილობისათვის

ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 2 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 1 სექტემბერი – 2019 წლის 28 თებერვალი

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებისათვის

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 1 სექტემბერი – 2019 წლის 30 სექტემბერი

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

2018 წლის 11 აპრილი - კონკურსის გამოცხადება;

ჯგუფური კონსულტაციები:

26 აპრილი, 16:00  საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა)

18 მაისი, 16:00  საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა)

29 მაისი, 16:00  საათი ფონდის საკონფერენციო დარბაზი - (რეგისტრაციის ფორმა)

31 მაისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

15 მაისიდან  5 ივნისის 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;

6 ივნისი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                               

ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);

ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.

 

რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

მობილობის გრანტისთვის

  • პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება დანართი 3 (GEO/ENG)
  • მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 5) - (GEO/ENG)

 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებიგრანტისთვის

  • პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 7
  • საპროექტო წინადადება - დანართი 8 (GEO/ENG)
  • მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4
  • პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 9)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის - დანართი 10 (GEO/ENG)
  • პროექტის ბიუჯეტი - დანართი 11 - ნიმუში (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 12 (GEO/ENG)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

კოორდინატორები:

თორნიკე სხირტლაძე

ხათუნა არაბული

ანა ფოლოდაშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: mg@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!

 

 

                                         კონკურსის სქემა