2018 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/AA%20RP/images%203.jpg

გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის

26/06/2018 14:20

კონკურსის სახელწოდება

კონკურსი სსიპ - შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო  2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის

კონკურსის აბრევიატურა AARP

კონკურსის მიზანი

საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

 

საკონკურსო განაცხადი ტიპი :  ინდივიდუალური, ჯგუფური.

 

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას.

 ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერი
  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი
  • სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი
  • სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი
  • ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი
  • ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგზარდა მეცნიერი
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე თითოეულ ნომინაციაში, დამატებით, შესაძლებელია გაიცეს წარჩინების სიგელი (Seal of Excellence) ფულადი ჯილდოს გარეშე.  თითოეულ ნომინაციაში დამატებით გაიცემა არაუმეტეს 1 სიგელი;

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

2018 წლის 26 ივნისი - კონკურსის გამოცხადება;

20  ვლისის 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ბოლო ვადა;

23 ივლისის 16:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                               

ივლისი- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);

აგვისტო/სექტემბერი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.

 დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

 

კოორდინატორები:

მაკა ქაჯაია, თორნიკე სხირტლაძე