ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების 2018 წლის კონკურსს
2018 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/CG%202018/1.png

ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების 2018 წლის კონკურსს

20/07/2018 17:51

კონკურსის სახელწოდება

საკონფერენციო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა CG

კონკურსის მიზანი

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

2018 წლის კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, აგრეთვე დაფინანსდეს მიზნობრივი კონფერენციები, რომლებიც თემატურად მიძღვნილი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილისადმი.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური/ჯგუფური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიზნობრივი, თემატური კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონფერენციის ორგანიზატორთა (ძირითადი პერსონალი) საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის  მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

 

2018 წლის 6 აგვისტომდე პროექტების რეგისტრაცია ელ.ფოსტით;

2018 წლის 27 ივლისი 16:00 სთ – ჯგუფური კონსულტაცია ფონდში

2018 წლის 8 აგვისტოს 16:00 სთ-მდე – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

2018 წლის აგვისტო – კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების განხილვა საკონკურსო კომისიის მიერ;

2018 წლის აგვისტო – საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტების დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;   

2018 წლის აგვისტო-სექტემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • პირობები - დანართი 1
  • საპროექტო წინადადება, გეგმა-გრაფიკი და რეზიუმე - დანართი 2
  • პროექტის ბიუჯეტი - დანართი 3
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 4
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 5
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, დანართი 6

 

ელექტრონული რეგისტრაცია

პროექტში ჩართული პირები (კონფერენციის ორგანიზატორები) დარეგისტრირებული უნდა უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის გრანტების მართვის ერთიან სისტემაში [GMUS] და შექმნან „მეცნიერის პროფილი“  (ბმული)

პროექტის ხელმძღვანელმა საპროექტო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე: cg@rustaveli.org.ge

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.

 

კოორდინატორი:

დავით ჩიჩუა 2 200 220 (4402)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!