2018 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/college-graduation-1.jpg

ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსს

19/10/2018 16:10

კონკურსის სახელწოდება

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა   MR

 

კონკურსის მიზანი

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. 

 

საპროექტო განაცხადი ტიპი     

  ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები 

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
  • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
  • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
  • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
  • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
  • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • 2018 წლის  19 ოქტომბერი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • 2018 წლის  24 ოქტომბერი,  26 ოქტომბერი,  30 ოქტომბერი  –  ჯგუფური კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული);
  • 2018 წლის 5 ნოემბერი  – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 2018 წლის 12 ნოემბერი 16:00 საათი– პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
  • 2018 წლის 14 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
  • 2018 წლის ნოემბერი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • 2018 წლის ნოემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • 2018 წლის დეკემბერი- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების  შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
  • 2018 წლის დეკემბერი  – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
  • 2018 წლის დეკემბერი  – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • 2018  წლის  დეკემბერი  – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2
  • პროექტის აბსტრაქტი - დანართი 3
  • საპროექტო წინადადება - დანართი 4
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი  -  ნიმუში, დანართი 5
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6
  • სამეცნიერო გუნდის  ბიოგრაფია - CV - ნიმუში, დანართი 7
  • კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი  - დანართი 8 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge  5 ნოემბრის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ლანა დავითულიანი

საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.ge

ტელეფონი: 0322 200 220 (4302)

 

თამთა ტურაშვილი

ტელეფონი: 0322 200 230 (4301)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!