H 2020 ში მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა

H 2020-ში მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა

02/05/2018 10:04

კონკურსის ახელწოდება: „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი: ა) საქართველოს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა;

ბ) მაღალი ხარისხის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ღონისძიებებსა და საერთაშორისო კონსორციუმებში გაერთიანებისათვის საქართველოს მეცნიერთათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;

გ) საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება.

კონკურსის აბრევიატურა: H2020 PG

კონკურსის კოორდინატორები: მარიამ ქებურია, თამთა შკუბულიანი, ნინო ბიწაძე, მეგი ქარცივაძე.

2018 წლის კონკურსის პირობები