JULICH

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა

09/02/2016 16:26

პროგრამის მიზანი : შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) ერთობლივი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს  გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,  ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს და წარმართონ საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფონდისა და ცენტრის დაფინანსება ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში, განახორციელონ სადიპლომო/სადისერტაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევა, ასევე დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ კვლევით სფეროებში: მათემატიკა და საბუნებსმეტყველო მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სანჟინრო მეცნიერებები, სიცოცხლის  შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.  პროგრამა ემსახურება მკვლევართა ახალგაზრდა თაობის წახალისებას და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. კონკურსის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენა, იულიხის კვლევით ცენტრში (Forschungszentrum Jülich) საერთაშორისო სტანდარტების კვლევით პროექტებში მაგისტრანტების და დოქტორანტების ჩართვის ხელშეწყობა, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობის წახალისება იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრებთან;

სამიზნე ჯგუფი: Julich თან შეთანხმებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრუნი)  აქტიური სტატუსის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების ტუდენტები.

კოორდინატორი: გ. აბულაძე

ნორმატიული აქტი