TUBITAK

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

16/11/2016 16:06

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. 

კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:

  1. ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;
  2. მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად;

სამიზნე ჯგუფი: ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე:
ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და 35 წლამდე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს;
ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები:
მ. ქებურია, ი.გრძელიშვილი.

ნორმატიული აქტი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.