შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

“Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა შემაჯამებელი კონფერენცია

27 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე თბილისის ღია უნივერსიტეტში (მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2), ტარდება “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი  საპოსტერო ხასიათის კონფერენცია.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური/ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა თებერვალში, კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 38 განაცხადი, რომელთაგანაც დაფინანსდა 18 პროექტი.

შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები წარადგენენ  გერმანიაში   კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებს.

მომხსენებლებს წარმოდგენილი ექნებათ სტენდი და კითხვა-პასუხის რეჟიმში აღწერენ კვლევით შედეგებს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი - ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, გერმანიის ელჩი/ატაშე განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები,  ფონდის გრანტიორები და სხვა.

იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი (ინგლისურ ენაზე)