შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დაფინანსების და ტენდერების პორტალი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალის ახალი ონლაინ პლატფორმით ,,დაფინანსების და ტენდერების პორტალი“ - ჩანაცვლების შესახებ.

ახალი ფორმატი ძველი ,,მონაწილეთა პორტალისგან“ განსხვავებულია, თუმცა კვლავ აერთიანებს ინფორმაციას ევროკავშირის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებისა და საგრანტო შესაძლებლობების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ კონსორციუმისა და საპროექტო განაცხადების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ახალ პორტალზე უცვლელი რჩება. ,,მონაწილეთა პორტალზე“ დარეგისტრირებულ მომხმარებელთა მონაცემები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაცია, ავტომატურად გადაპორტირდება ახალ პლატფორმაზე.

გთხოვთ, ეწვიოთ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსების და ტენდერების პორტალს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის ვებგვერდი.