შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

დიასპორის დაჯილდოება 2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დიასპორის 2019 წლის დაჯილდოების ღონისძიების შესახებ.

დაჯილდოება გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENIGMMA 2 -ის („მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიება, სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთებული ღვაწლის აღიარება“, მიზნად ისახავს ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენასა და მათი დამსახურების აღიარებას.

ღონისძიების პროგრამის თანახმად, დიასპორის გამორჩეული წარმომადგენლები გამოვლინდებიან კანდიდატთა ნომინირების გზით შემდეგ კატეგორიებში:

  • მეცნიერებისგანვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილიწვლილისათვის
  • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
  • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქართველოს უცხოელი მეგობარი

 

კანდიდატების ნომინირება შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

გთხოვთ, იხილოთ ნომინაციის ფორმა.

შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: diaspora-awards@icmpd.org

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ პროექტის ვებგვერდი.