შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) Consolidator Grants

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსის Consolidator Grant - ის შესახებ.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, რომლესაც გააჩნიათ 7-12 წლამდე გამოცდილება სამეცნიერო სფეროში დოქტორის ხარისხის მიღებიდან.

განაცხადები მიიღება ნებისმიერი კვლევითი დარგის მიმართულებით.

კვლევა უნდა ტარდებოდეს კერძო ან საჯარო კვლევით ორგანიზაციაში, რომელშიც მუშაობს აპლიკანტი ან კვლევით ორგანიზაციაში, რომელიც მდებარეობს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოში.

ERC გრანტის მოსაპოვებლად განაცხადის დარეგისტრირება ხდება პროექტის ხელმძღვანელის მიერ, მასპინძელი ორგანიზაციის/ინსტიტუციის სახელით.

ERC უპირატესობას ანიჭებს კვლევით პროექტებს, რომელთაც ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, სხვადასხვა ეროვნების მკვლევართა დასაქმებისა და პროექტში ჩართვის გზით.

ERC-ს საგრანტო კონკურსში მონაწილე პროექტებში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ იხილონ ვაკანსიები Euraxess-Jobs პორტალზე.

Consolidator Grant ითვალისწინებს დაფინანსებას 2 მილიონი ევროს ოდენობით 5 წლიან პერიოდზე. მესამე მხარის ქვეყნიდან ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნის პროექტში მკვლევრების ჩართვისა და უშუალო მონაწილეობისათვის შესაძლებელია დაფინანსება გაიზარდოს 750,000 ევროს ოდენობით.

ამ დროისათვის ღია კონკურსზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყევით ბმულს.

კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 7 თებერვალი.~

სრული და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდს.