შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს Proof of Concept - კონკურსის 2018 წლის შედეგები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს „Proof of Concept” 2018 წლის კონკურსის მესამე რაუნდის შედეგების შესახებ. აღნიშნული საგრანტო სქემა გულისხმობს  დაფინანსებას ERC-ის ფარგლებში მიღებული გრანტის კვლევითი კონცეფციის ინოვაციისა და კომერციალიზაციის  პოტენციალის განვითარებისათვის. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 150 000 ევრო პროექტისათვის,  2018 წლის კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 24 მილიონი ევროა.   Proof of Concept მოიცავს რამდენიმე რაუნდს წელიწადში, საიდანაც 2018 წლის მესამე რაუნდის ფარგლებში დარეგისტრირდა 173 ხოლო გაიმარჯვა 60-მა განაცხადმა.

შემდეგი რაუნდისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2019 წლის 22 იანვარია.

დაფინანსებული პროექტების სია ქვეყნებისა და მასპინძელი ინსტიტუციების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.