შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ პოლონეთში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდისა და Leaders of Change Foundation-ის მიერ გამოცხადებულ ერთობლივ ლეინ კირკლანდის სტიპენდიის პროგრამის შესახებ“.  სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაფინანსებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში (ვარშავის, კრაკოვის, ვროცლავის, პოზნანისა და ლუბლინის უნივერსიტეტები)  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

ორსემესტრიანი პროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგი დარგების დასაფინანსებისათვის:

  • ეკონომიკა და მენეჯმენტი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • საჯარო მმართველობა;
  • სამართალი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ჟურნალისტიკა;
  • განვითრების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

პროგრამის ფარგლებში გაიცემა სტიპენდია თვეში 1800 პოლონური ზოლოტის ოდენობით (≈420 EUR). ამასთანავე პროგრამა უზრუნველჰყოფს საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, ბილეთის, ტრანსპორტირებისა და ვიზის ხარჯებს, კვლევასთან დაკავშირებულ და სხვა ხარჯებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  35 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.