შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Google Science Fair სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისთვის

შოთა რუსთაველს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ახალგაზრდული სამეცნიერო საგრანტო კონკურსის Google Science Fair – ის შესახებ.

Google Science Fair წარმოადგენს ყოველწლიურ სამეცნიერო ოლიმპიადას, რომელიც იმართება 2011 წლიდან და ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით დამწყებ, მოზარდ გამომგონებელთა ინოვაციური იდეებისა და სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციასა და წახალისებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ინოვატორებსა და მეცნიერებს 13-დან 18 წლამდე, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

კონკურსის მთავარი საპრიზო ადგილი ითვალისწინებს გამარჯვებულის დაჯილდოებას სასწავლო სტიპენდიით, 50.000$ ოდენობით. პროექტი ასევე მოიცავს სხვა მონაწილე გამომგონებელთა წახალისებას სასწავლო სტიპენდიებით, მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სათაო ოფისებში ვიზიტებითა და სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკით.

Google Science Fair წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის და მეცნიერებით გატაცებული სკოლის მოსწავლეებისათვის, თავიანთი ინოვაციური იდეების მსოფლიოსთვის გასაცნობად.  

კონკურსის პარტნიორები არიან: Google, LEGO Education, Virgin Galactic, ცნობილი სამეცნიერო ჟურნალები National Geographic და Scientific American.

2018 წლის კონკურსზე პროექტების დარეგისტრირებისა ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.