შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

იაპონიის საერთაშორისო ფონდის პროგრამა

 

იაპონიის საერთაშორისო ფონდის („Matsumae International Foundation) პროგრამა გულისხმობს უცხო ქვეყნის მკვლევარებისათვის  3-6 თვემდე კვლევით სტაჟირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და მედიცინის მიმართულებით. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 49 წელს.

აპლიკანტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ კვლევითი ინსტიტუცია, სადაც განახორციელებენ კვლევით ვიზიტს, თუმცა განაცხადის წარდგენისათვის  აუცილებელია აღნიშნული ინსტიტუციის მოწვევის წერილი.

პროგრამის ფარგლებში  მოთხოვნილია განმცხადებელი დასაქმებული იყოს საკუთარ ქვეყანაში, სადაც, აგრეთვე აუცილებელი მოთხოვნაა, სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ დაბრუნება.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ფოსტის მეშვეობით, ელექტრონული განაცხადები არ მიიღება.

კვლევითი სტაჟირების განხორციელების პერიოდად განსაზღვრულია 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდი და განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 31 ივლისი.

სტიპენდია მოიცავს კვლევითი ვიზიტის ხარჯებს  220 000 იაპონურ იენას ოდენობით თვეში, დაზღვევისა და ორმხრივი ბილეთის ხარჯებს საერთაშორისო მგზავრობისათვის.

გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა, და დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ.