შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

იუნესკოს ჯილდო მეცნიერი ქალბატონებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკოს ჯილდოს შესახებ  მეცნიერი ქალბატონებისთვის  2019 წლისათვის.  L’ORÉAL–UNESCO FOR WOMEN IN SCIENCE INTERNATIONAL AWARDS. აღნიშნული კონკურსი ცხადდება გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების მქონე ქალბატონი მეცნიერებისათვის ფიზიკის, მათემატიკისდა კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალბატონ მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჯილდო 2019 წლის კონკურსისათვის შეადგენს 100, 000 ევროს 5 კანდიდატისთვის. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს აღნიშნული პრესტიჟული პროგრამის ფარგლებში, 1998 წლიდან დღემდე 102 მეცნიერს აქვს მოპოვებული ჯილდო, რომელთაგან 3 კანდიდატი ნობელის პრემიის მფლობელია.

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის: www.forwomeninscience.con მეშვეობით უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ნომინირებული კანდიდატები აღნიშნულ პლატფორმაზე ავსებენ განაცხადს და წარადგენენ საჭირო დოკუმენტაციას.  ნომინაციების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 29 ივნისი. (იხილეთ ბმული).

დამატებითი ინფორმაცია და დეტალური მოთხოვნები პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ დანართების მეშვეობით: დანართი 1დანართი 2;