შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ

 

  1. დევნილთა დაცვის საკითხი მეოცე საუკუნის ცენტრალურ ევროპაში

მეოცე საუკუნეში ცენტრალური ევროპა იქცა ომისა და რასობრივი დევნის მთავარ ადგილად. პირველი მსოფლიო ომისა და ჰაბსბურგის მონარქიის დაშლის შემდგომ, სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ მოლაპარაკების გზით განესაზღვრათ დევნილთა სტატუსი და შეემუშავებინათ მათი დაცვის ეფექტური საშუალებები.  დღევანდელ დღეს იძულებითი მიგრაცია მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. UNHCR-ის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 68.5 მილიონი ადამიანი არის იძულებითი მიგრაციის მსხვერპლი, რაც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რათა იმოქმედონ დევნილთა პრობლემის გადასაჭრელად და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების წარმოებით. მიუხედავად არსებული კრიზისისა ცენტრალური ევროპა არ არის მზად სრულად გადაჭრას მიგრაციის პრობლემა და მიიღოს იძულებით გადაადგილებულ მიგრანტთა გაზრდილი ნაკადი.

ამ პროექტში, საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი, დოქტორი მიქალ ფრანკლის ხელმძღვანელობით, შეისწავლის მეოცე საუკუნეში დევნილთა მიგრაციისა და თავშესაფრის უზრუნველყოფის საკითხებს, ისტორიის შედარებითი კვლევისა და მულტი-დისციპლინარული მიდგომების გამოყენებით.  ცენტრალური ევროპის ისტორიული გამოცდილებაზე დაყრდნობით კვლევა მიზნად ისახავს დევნილთა დაცვის საკითხის სამეცნიერო და პოლიტიკური დებატების წამოწყებას.

დაფინანსების ოდენობა: € 1,995,950 5 წლიანი პროექტისათვის

  1. კვანტური კრიპტოგრაფიის გაუმჯობესება

ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში გაზიარებული პერსონალური და ზოგადი ციფრული მონაცემების რაოდენობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ციფრული კომუნიკაციების წყაროების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე სამყაროსათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. დღემდე აღნიშნულის განხორციელება ხდებოდა კრიპტოგრაფიული პროტოკოლების გამოყენებით, ვინაიდან არსებობს მოსაზრება, რომ არსებული კომპიუტერული ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული რთული მათემატიკური ოპერაციების შესრულებას. უახლოეს მომავალში კვანტური კომპიუტერების განვითარება გამოიწვევს კლასიკური ფორმატის კრიპტოგრაფიის პროტოკოლების მოხმარებიდან ამოღებას. კვანტური კომპიუტერის განვითარება რთული მათემატიკური ფორმულების ჩართულებიდან გამომდინარე დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ადამიანის ინტუიცია სამყაროსთან გაცილებით უფრო ადაპტირებულია ვიდრე კვანტურ რეალობა.

პროექტის ფარგლებში პროფესორი დომინიკ უნრუ, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შეიმუშავებს აღნიშნული მათემატიკური ოპერაციების კრიპტოგრაფიული დაცვის ახალ მეთოდებსა და მექანიზმებს. აღნიშნული გულისხმობს ახლებური კომპიუტერული ლოგიკისა და პროგრამული მექანიზმების შემუშავებას. პროექტი მიზნად ისახავს კვანტური პროტოკოლების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამასთან შესაძლო ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. აღნიშნული პროექტი მკვლევრებს მისცემს საშუალებას შეამოწმონ მათი მათემატიკური კვლევის სისწორე.

დაფინანსების ოდენობა: € 1,716,475 5 წლიანი პროექტისათვის