შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ვებინარი კვლევითი ინფრასტრუქტურების შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS-ის ფარგლებში დაგეგმილი, რიგით მე-5 ვებინარის შესახებ სახელწოდებით „შესაძლებლობები ჰორიზონტი 2020-ში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის“.

კვლევითი ინფრასტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა სფეროში რესურსებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით. კვლევითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ასევე ყურადსაღებია ტექნოლოგიებისა და მისი გამოყენების თვალსაზრისითაც.  

ევროკავშირის მასშტაბით გაზრდილია აღნიშნული თემატიკით დაინტერესება, რაც გამოიხატება კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპული სტრატეგიული ფორუმის  (European Strategy Forum on Research Infrastructures (ESFRI) წარმატებულად განხორციელებით.

EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვებინარი მიმოიხილავს ჰორიზონტო 2020-ის კონკურსებს ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამიდან (European research infrastructures (including e-infrastructures), სადაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წელია.

ვებინარი გაიმართება 2018 წლის 13 დეკემბერს, 14 სთ-ზე საქართველოს დროით. ვებინარზე დასწრება უფასოა, სამუშაო ენაა ინგლისური და მას წარუძღვებიან პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირები და ექსპერტები.

გთხოვთ, იხილოთ ბმული ვებინარზე დასარეგისტრირებლად.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ EaP PLUS პროექტის ვებგვერდი.