შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტი 2020-ის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული ანგარიში

მიმდინარე წლის 14 ივნისს გაიმართა ჰორიზონტი 2020-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.

პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით.

ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ექსპერტთა ორი ვიზიტის ფარგლებში  (2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში) გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიისა და აკადემიური სექტორის  წარმომადგენელბთან შემდეგი საკითხების შესახებ:

  1. მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (Support in identification of promising research fields);
  2. მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება (Measures for narrowing the gap between research and industry/business);
  3. შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება (Proposal for the performance-based funding of research entities).

აღსანიშნავია, რომ მესამე, შემაჯამებელი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი ქრისტინა რუსო.

ანგარიშის ძირითადი მესიჯები შემდეგია: საქართველო კვლევისა და ინოვაციის სფეროში ისეთი მოწინავე არაა, როგორც ბიზნესის წარმოებაში. ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისათვის, ექსპერტთა პანელი შემდეგ 4 ძირითად რჩევას გვთავაზობს:  კოორდინაცია, კონცენტრაცია, თანამშრომლობა და შეთანხმებულობა. (4C: Coordination, concentration, collaboration, coherence).

ექსპერტთა პანელის მიერ შემუშავებული საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rio.jrc.ec.europa.eu/en/policy-support-facility/specific-support-georgia

14 ივნისს წარდგენილი პრეზენტაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.