შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ERC-ის ერთერთი საგრანტო სქემის კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ერთ-ერთის საგრანტო სქემის - ERC Proof of Concept Grant ფარგლებში გამოცხადებული 2017 წლის კონკურსის შედეგების შესახებ.  დასაფინანსებლად შეირჩა 50 სამეცნიერო პროექტი სხვადასხვა  მიმართულებიდან. პროექტები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის გამოგონება,  ნერვული სისტემის დაავადებების შესახებ კვლევები,  ცრუ სიახლეების ავტომატური აღმომჩენი ალგორითმი და აშ.

Proof of Concept Grant-ის ფარგლებში დაფინანსებული თითოეული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 150,000 ევროს და გულისხმობს ევროპული კვლევების საბჭოს მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მხარდაჭერას დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობის მოძიების, საპატენტო განაცხადის მომზადების მიმართულებით.

2007 წლიდან დღემდე ევროპული კვლევების საბჭოს სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულია, დაახლოებით, 8 500 გამორჩეული მეცნიერი. Proof of Concept Grant-ის მეშვეობით ERC საშუალებას აძლევს გრანტის მიმღებებს, მოახდინონ თავიანთი კვლევის შედეგების კომერციალიზაცია.