შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს Advanced Grants- გამორჩეული პროექტების მაგალითები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს - Advanced Grants 2017 წლის კონკურსის ფარგლებში წარმატებული კვლევითი პროექტების შესახებ.  Advanced Grants კონკურსის მიზანია გამორჩეული მეცნიერებისა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების დაფინანსება. კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებიდან. 5 წლიანი პროექტისათვის გრანტის ჯამური ბიუჯეტია 2.5 მილიონი ევრო. ევროპული კვლევების საბჭო ავრცელებს 2017 წლის კონკურსის წარმატებული პროექტების მაგალითებს ვებგვერდის მეშვეობით:

  • ბარსელონას ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი პროფესორი სალვადორ აზნარ ბენიტას პროექტი სახელწოდებით „კვების გავლენა მეტასტაზებზე: როგორ, როდის და რატომ?“ მიზნად ისახავს სიმსივნის მეტასტაზების გავრცელებაზე კვების გავლენის შესწავლას;
  • ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მკვლევარი მაიკლ ბრუტერის პროექტი, 27 ქვეყნის მაგალითზე შეისწავლის ამომრჩეველთა შორის პოლიტიკური დაპირისპირების სხვადასხვა მიზეზებს;
  • რომის საპიენცის უნივერსიტეტის მკვლევარი სალვატორე მარია აგლიოტი ERC-ის პროექტის ფარგლებში,  აკრონიმით eHONESTY გეგმავს ადამიანის მიერ საკუთარი თვის აღქმის ცვლილების კვლევას ვირტუალური და რეალური ინტერაქციის სხვადასხვა ტექნიკის შემოწმებით.

ევროპული კვლევების საბჭოს Advanced Grants-ის წარმატებული პროექტების სხვა მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.