შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“  სადოქტორო ნაშრომის პრეზენტაცია. ნაშრომი წარადგინა ნათია ძიგუამ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტმა.

აღნიშნული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ ნანა კუპრაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; თანახელმძღვანელები: ნინო კალანდაძე, ისტორიის დოქტორი და ირინე კოშორიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადოქტორო ნაშრომი ეხება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ  შუა საუკუნეებით დათარიღებულ ისლამურ ლითონნაწარმს, რომელიც ძირითადად საყოფაცხოვრებო და დეკორატიული დანიშნულების მქონე ნივთებითაა წარმოდგენილი. საკვლევი კოლექციის ერთ ჯგუფში გამაერთიანებელ ნიშან-თვისებას ზარნიშის ტექნიკა წარმოადგენს, რომელიც ძირითადად XII საუკუნიდან იჩენს თავს ისლამური სამყაროს აღმოსავლეთ პროვინციებში. 

აღნიშნული კოლექცია მრავლად ატარებს სხვადსხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რაც ძირითადად განპირობებულია ახ. წ. 622 წლიდან მოყოლებული (ისლამური წელთაღრიცხვის დასაწყისი), ისლამური სამყაროს მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ხელოვნების დარგების ათვისებით. 

 სადისერტაციო ნაშრომი შედგება თავფურცელის, შინაარსის, შესავლის, რვა თავის, ოცდაექვსი პარაგრაფის, დასკვნის, გამოყენებული ლიტერატურისა და ტაბულებისაგან.

ნაშრომის მთავარი კვლევითი მიმართულებებია:   საქართველოს მუზეუმებში კოლექციების შემოსულობის ისტორიული ეტეპაების დაგენა; კოლექციის ტექნოლოგიური კვლევა; მხატვრულ-სტილისტური მახასიათებლების შესწავლა და რესტავრაცია-კონსერვაცია.