კონკურსის მიზანი: წამყვან უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში, საერთაშორისო კვლევით ცენტრებში და უნივერსიტეტებში ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დაფინანსება, ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, მეცნიერისა და მკვლევარის უნარების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრირება, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერებისათვის უცხოეთის კვლევით ცენტრებში კონკრეტულ კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის ხელშეწყობა უახლესი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ასევე რეზიდენტი, ან დოქტორანტი რომელიც ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ხანგრძლივობა: ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პირობებით სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 8.
კონკურსის კოორდინატორები: მ. ქაჯაია
დაფინანსებული პროექტები: