შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

ფონდის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა

2021-2024 წლების პრიორიტეტული მიმართულებები

2021-2024 წლების პრიორიტეტული მიმართულებების და პროგრამების დეტალური აღწერა

პრიორიტეტი 1

გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა

პრიორიტეტი 2

ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარება და მობილობის ხელშეწყობა

პრიორიტეტი 3

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია

პრიორიტეტი 4

საერთაშორისო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

პრიორიტეტი 5

მეცნიერების პოპულარიზაცია

პრიორიტეტი 6

სამეცნიერო - საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა

ფონდის 2010-2020 წლების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა

ფონდის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარადგენს ანგარიშს საგრანტო დაფინანსების საფუძველზე შექმნილი ახალი სამეცნიერო პროდუქციისა და მოსალოდნელი საზოგადოებრივ- ეკონომიკური ეფექტის თაობაზე. სამეცნიერო საზოგადოებასთან, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით ფონდი თავის საქმიანობას გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად ახორციელებს.

ფონდის ძირითადი მიზნებია:

  • ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის უზრუნველყოფით ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება;
  • საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსებით;
  • ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება;
  • ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა და განვითარების ხელშეწყობა;
  • მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • საქართველოს აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა.

ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებია: 

  • საქართველოში გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარება და მობილობის ხელშეწყობა;
  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია;
  • სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მეცნიერების პოპულარიზაცია;
  • სამეცნიერო - კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • გადასახადები საერთაშორისო ინსტიტუტებში/ცენტრებში.

ფონდი სახელმწიფო საგრანტო პროექტებს აფინანსებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები 

2021-2024 წლების პრიორიტეტული მიმართულებები:

გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა

1.1 FR- ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი

1.2 AR- გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი

1.3 DI - ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

1.4 STEM - მიზნობრივი პროგრამა - საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა

1.5 საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისათვის (CERN, DUBNA)

 

ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარება და მობილობის ხელშეწყობა;

 

2.1 YS - ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტების) კვლევითი გრანტების კონკურსი

2.2 PHDF - დოქტორანტების კვლევითი გრანტების კონკურსი

2.3 MR - მაგისტრანტთა კვლევითი გრანტების კონკურსი

2.4 MG - მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

2.5 სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების (Graduate Schools) ინსტიტუციალიზაციის საგრანტო პროექტები

2.6 IG - სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირების პროგრამა

2.7 PHDP - სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება

2.8 მიზნობრივი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით- ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების) ერთობლივი სტიპენდიები

 

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია

 

3.1 HE - საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის კვლევა

3.2 GEC - საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციები - 2019

3.3 UO GSP - ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის "საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების" ერთობლივი კვლევითი პროგრამა

3.4 EUGSP - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

3.5 BRG - საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

3.6 OTG - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

3.7 CS - კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

3.8 უცხოეთში საქართველოს შემსწავლელი ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა

 

სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

 

4.1 Forschungszentrum Jülich - გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი

4.2 DAAD-SRNSFG ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივი სტიპენდიები

4.3 VW - SRNSFG ერთობლივი სადოქტორო პროგრამები

4.4 CNR - იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო

4.5 CNRS- საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონკურსი - საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი

4.6 STCU - უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი

4.7 ISTC - საერთშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი

4.8 TUBITAK - თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭო

4.9 GFI - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

4.10 საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობის ხელშეწყობა

 

მეცნიერების პოპულარიზაცია

 

5.1 YSS - კონკურსი ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად"

5.2 LEO - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი”

5.3 SPG - მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი

5.4 SP -საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

5.5 SCR - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

5.6 RA - რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის

5.7 SPF - სამეცნიერო - პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსი

5.8 ZGP -საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსი

5.9 საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლელთა მონაწილეობისათვის წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა-საერთაშორისო ოლიმპიადების ქვეპროგრამა

 

სამეცნიერო - საინფორმაციო და სამეცნიერო - კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა

 

6.1 საერთაშორისო გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა -ELSEVIER- ის ბაზებზე წვდომა

6.2 RIM - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

6.3 OSDP- „ღია მეცნიერების“ განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

6.4 ეროვნულ მონაცემთა ბაზის შექმნა

 

გადასახადები საერთაშორისო ინსტიტუტებში/ცენტრებში

 

ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციისა (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (JINR DUBNA) ყოველწლიური გადასახადის გადახდის უზრუნველყოფა მოწინავე საქართველოს მეცნიერთათვის აღნიშნული ცენტრების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.

2021-2024 წლების პრიორიტეტული მიმართულებების და პროგრამების დეტალური აღწერა

პრიორიტეტი 1

საქართველოში გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა

 

მიზანი: საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის და ინოვაციური კვლევების გამოვლენა, საქართველოში მოღვაწე მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში ავტორიტეტის ზრდის, მათი სამეცნიერო პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ეროვნული იდენტობისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის გათვალისწინებით.

 

  • FR- ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი
  • AR- გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი
  • DI - ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით
  • STEM- მიზნობრივი პროგრამა - საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა
  • საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისათვის (CERN, DUBNA)

 

პროგრამა 1.1 ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. პროგრამის აღწერა: ფუნდამენტური მეცნიერებების სფეროში სამეცნიერო პროექტების გამოვლენა და დაფინანსება; პროექტები წარმოდგენილი იქნება მეცნიერების ძირითად მიმართულებებში. სამიზნე ჯგუფები: უნივერსიტეტები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები.

 

პროგრამა 1.2 გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომი განვითარება; საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელება; სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფა; ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევა და დაფინანსება; კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება; ინოვაციური კვლევების გამოვლენა, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. პროგრამის აღწერა: გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსება; მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომლის ფარგლებში შექმნილ მოსალოდნელ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. გათვალისწინებული იქნება კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და მდგრადობა, ასევე მომავალში მისი კომერციალიზაციის პოტენციალი.

 

პროგრამა 1.3 ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

 

კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.

პროგრამის აღწერა: კონკურსი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას.

 

პროგრამა 1.4 - მიზნობრივი პროგრამა - საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM) გრძელვადიანი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა

 

პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელება ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებებით (STEM); თვისებრივად ახალი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების განვითარება და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულებების ქმედითი ჩართულობა სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივ კვლევით ინსტიტუტებში, ასევე უნივერსიტეტების ცალკეულ ერთეულებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება STEM-ის განვითარებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვისა და კვლევაში მონაწილეობის გზით. ამ სამეცნიერო მიმართულებების განვითარება სტრატეგიულ პრიორიტეტად არის მიჩნეული ქვეყნის ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პროგრესის ხელშეწყობისათვის. პროგრამის აღწერა: მიზნობრივი პროგრამის ძირითადი ამოცანაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელი შეუწყოს არსებული მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების გამოვლენას, კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრირებას და გრძელვადიანი კვლევითი პროექტების დაფინანსებას. შესაძლებელი იქნება როგორც დარგობრივი, ასევე ინტერდისციპლინური კვლევითი ჯგუფების დაფინანსება, აქცენტი კეთდება საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევის წარმოებაზე საერთაშორისო მკვლევარებისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის, დოქტორანტების აქტიური ჩართვით.

 

პროგრამა 1.5 - საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა ქართველი მეცნიერებისათვის (CERN ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, JINR DUBNA ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა)

 

პროგრამის მიზანი: კვლევები მაღალენერგიულ ფიზიკაში მნიშვნელოვანია ტექნიკური პროგრესისა და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებისათვის. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR DUBNA). მნიშვნელოვანია საერთაშორისო ქსელში ქართველ მეცნიერთა (ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების) ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ დარგებში სამეცნიერო და ტექნიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღეს CERN-ის LHC აქსელერატორის ATLAS ექსპერიმენტში, რამაც მდგრადი საფუძველი შექმნა ქართველი ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების CERN-ის სამომავლო კვლევებში მონაწილეობისთვის. პროგრამის აღწერა: ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (JINR DUBNA), ჩარჩო ხელშეკრულებების ფარგლებში მოწინავე ქართველ მეცნიერებს - ფიზიკოსებს, ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო თანამედროვე კვლევით პროექტებში და გააღრმავონ სამეცნიერო - ტექნიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარები თანამშრომლობის შედეგებს გამოიყენებენ მხოლოდ არასამხედრო დანიშნულებით. CERN-ისა და JINR-ის საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და მათ შორის ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის, კოსმოსური სხივების ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკული ტექნოლოგიისა და კოორდინატთა გამოთვლის დარგებში. აღნიშნული ცენტრების საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა ჩართვა შესაძლებელი იქნება ადამიანური რესურსების გაცვლით, ასევე CERN-ისა და JINR-ის ცენტრებში კვლევისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობაზე, მასალებსა და ინფრასტრუქტურაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ქართველ მეცნიერთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

პრიორიტეტი 2

ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარება და მობილობის ხელშეწყობა

 

მიზანი: ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული განვითარებისა და მობილობის ხელშეწყობა; ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა. სახელმწიფოში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორანტების თანამშრომლობის ხელშეწყობა უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. ახალგაზრდა მეცნიერთა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის გაზრდით მათი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა.

  • YS - ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტების) კვლევითი გრანტების კონკურსი
  • PHDF - დოქტორანტების კვლევითი გრანტების კონკურსი
  • MR - მაგისტრანტთა კვლევითი გრანტების კონკურსი
  • MG - მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
  • სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების (Graduate Schools) ინსტიტუციალიზაციის საგრანტო პროექტები
  • ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
  • PHDP - სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება
  • მიზნობრივი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით- ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების) ერთობლივი სტიპენდიები

 

პროგრამა 2.1 ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტების) კვლევითი გრანტების კონკურსი

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

პროგრამის აღწერა: ნიჭიერი, ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენისა და წახალისების მიზნით ახალგაზრდა მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ ინოვაციური სამეცნიერო - კვლევითი პროექტები მეცნიერების ყველა მიმართულებაში.

 

პროგრამა 2.2 - დოქტორანტურის სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება.

პროგრამის აღწერა: წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს დოქტორანტის სტიპენდია, სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა, ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯები, პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯები, დისერტაციის მიზნებისათვის უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები. გრან¬ტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირებასა და სა¬ქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდას.

 

პროგრამა 2.3 მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

 

პროგრამის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

პროგრამის აღწერა: დიდი მნიშვნელობა ენიჭება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით აკადემიური პროგრამების ხარისხის ზრდას. საგრანტო კონკურსი ემსახურება ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდების რეალიზებას, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

 

პროგრამა 2.4 მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.

პროგრამის აღწერა:კონკურსის ფარგლებში გაიცემა ინდივიდუალური (მობილობის) და ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების) გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით; ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: მოკლევადიან ინდივიდუალურ ვიზიტს საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის; საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებას.

 

პროგრამა 2.5 სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების (Graduate Schools) ინსტიტუციალიზაციის საგრანტო პროექტები

 

პროგრამის მიზანია სადოქტორო სკოლების განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კვლევების ხარისხისა და ახალგაზრდა მეცნიერთა პოტენციალის ზრდისათვის. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, კვლევებისა და განათლების შედარებით შეზღუდული მატერიალური და ადამიანური რესურსების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების კონსორიუმების შექმნის საფუძველზე რესურსების გაერთიანებისა და ერთობლივი სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების დაარსების გზით ახალგაზრდა კვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო კადრების მომზადება.

 

პროგრამის აღწერა: ხელს უწყობს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილ გამოყენებას უნივერსიტეტებში სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების დაარსებისა და ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობით, ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობით, კვლევისა და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის გაძლიერებით და სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებით. მოწინავე დასავლური უნივერსიტეტების სადოქტორო და სამაგისტრო სკოლების მოდელზე დაყრდნობით დაფინანსდება ქართულ უნივერსიტეტებში სადოქტორო სკოლების (graduate schools) დაარსების, მათი ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტები.

 

პროგრამა 2.6 - ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

 

პროგრამის მიზანია წამყვან უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში, საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დაფინანსება, ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული ზრდის, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, მეცნიერისა და მკვლევარის უნარების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრირება, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერებისათვის უცხოეთის კვლევით ცენტრებში კონკრეტულ კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის ხელშეწყობა უახლესი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით.

პროგრამის აღწერა: ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირება საზღვარგარეთ არსებულ მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში უაღრესად ეფექტური წამახალისებელი მექანიზმია ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო სფეროში მოზიდვისა და მათი პროფესიული ზრდისთვის. სტაჟირების პროცესი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა განათლების დონის ამაღლებას, მოწინავე კვლევით ცენტრებში მუშაობის სპეციფიკის გაცნობასა და საერთაშორისო სამეცნიერო - კვლევითი გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრირებას. ახალგაზრდა მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ უცხოეთის კვლევით ცენტრებში მიმდინარე კვლევით პროექტებში, აითვისონ სამეცნიერო კვლევის უახლესი ტექნოლოგიები.

 

პროგრამა 2.7 სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება

 

პროგრამის მიზანია არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებას არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობით, ინტერდისციპლინარული სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.

პროგრამის აღწერა: კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

პროგრამა 2.8 მიზნობრივი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით - ახალგაზრდა მეცნიერთა (პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების) ერთობლივი სტიპენდიები

 

პროგრამის მიზანია საქართველოში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერების, რომელთა დიდ ნაწილს განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, დაინტერესება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორების/სააგენტოების მხრიდან ერთობლივი კვლევითი სტიპენდიების ხელშეწყობით ქართველი ახალგაზრდა მკვლევარების მხარდაჭერისადმი და მათ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირებისადმი, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების კულტურების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის ურთიერთგაზიარებისა და ერთობლივ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის.

პროგრამის აღწერა: ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მობილობის გაზრდით მათი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცენიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა; მიზნობრივი პროექტები მიმართულია ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენისკენ და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების დაფინანსების გზით. სტიპენდიანტებს ექნებათ ვალდებულება, ხელი შეუწყონ ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას, ქართული ენის სწავლებას შესაბამის უნივერსიტეტებში რეგიონული კვლევების (მათ შორის სამხრეთ კავკასიის კვლევების) ცენტრების ბაზებზე. პროექტი დააფინანსებს ფონდისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ერთობლივი თანამონაწილეობით ახალგაზრდა მეცნიერის საზღვარგარეთ სწავლის, კვლევისა და სამეცნიერო მოღვაწეობის სრულ ხარჯს სტიპენდიის, კვლევის ხარჯის, საცხოვრებელი ხარჯის, სამგზავრო ხარჯისა და აკადემიური ლიტერატურის/სასწავლო კვლევითი მასალების შეძენის ხარჯის ჩათვლით.

 

პრიორიტეტი 3

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია

 

მიზანი: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში კვლევებისა და მიზნობრივი პროგრამების განვითარება, საქართველოს, მისი კულტურისა და თანამედროვე მიღწევების, ამ მიმართულების კვლევების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

  • HE - საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის კვლევა
  • GEC - საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციები
  • UO GSP - ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის "საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების" ერთობლივი კვლევითი პროგრამა
  • EUGSP - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი
  • BRG - საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
  • OTG - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
  • CS - კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
  • უცხოეთში საქართველოს შემსწავლელი ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა

 

პროგრამა 3.1 - საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო გრანტები

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.

პროგრამის აღწერა: პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და მატერიალური მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. ქართული ენის, კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის უაღრესად დიდი მასალა ჯერ კიდევ შეუსწავლელი და მიუგნებელია, ამასთან, ბევრი ისტორიული წყარო სრულიად ახლებურ შესწავლასა და გააზრებას მოითხოვს.

 

პროგრამა 3.2 საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციები

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას, სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას, საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

პროგრამის აღწერა: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსება საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენისათვის. შესაძლებელი იქნება კოლაბორაციული პროექტების წარდგენა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერდისციპლინური, საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაციას ახალგაზრდა მკვლევართა თანამონაწილეობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესების გაზრდას საქართველოში მიმდინარე სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაციის მიმართ.

 

3.3 ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ''საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების'' ერთობლივი კვლევითი პროგრამა

 

პროგრამის მიზანია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარება ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაცია და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენა; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელება; სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება.

პროგრამის აღწერა: საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით კონტაქტების გააქტიურება და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს.

 

3.4 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში (ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის) მოღვაწე მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, მათი ჩართვა ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პროცესებში და შესაბამისი თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.

პროგრამის აღწერა: საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების მეშვეობით ევროპულ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში კოლაბორაციული კონტაქტების, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმების, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

 

3.5 საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

პროგრამის აღწერა: კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო კვლევებს; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს და კონგრესებს.

 

3.6 საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

 

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელება.

პროგრამის აღწერა: კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია) შემსწავლელ სამეცნიერო კვლევებს; საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების -სეზონური სკოლების, კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმების ორგანიზებას.

 

3.7 კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

 

კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

პროგრამის აღწერა: კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს კავკასიის რეგიონის შემსწავლელ სამეცნიერო კვლევებს; საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების -სეზონური სკოლების, კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმების ორგანიზებას.

 

პროგრამა 3.8 უცხოეთში საქართველოს შემსწავლელი ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობა

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრები და აკადემიური პროგრამები დასავლეთის აღიარებულ, საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებში, რაც წაახალისებს საქართველოს და ზოგადად, რეგიონის შემსწავლელი კვლევების განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და უცხოელ მკვლევართა თანამონაწილეობით; ასევე, ამ მიმართულებებში ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას. აღნიშნული ცენტრებისა და პროგრამების საშუალებით, შესაძლებელია, წახალისებულ იქნას ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საქართველოს შესახებ კვლევების შედეგების გავრცელება კონფერენციებსა და სემინარების მეშვეობით, რომელშიც ჩართულები იქნებიან, როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მკვლევარები.

პროგრამის აღწერა: საქართველოს შესახებ კვლევებისა და ქართველოლოგიის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია - პრიორიტეტულია ქვეყნის ისტორიის, მდიდარი კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენების, ასევე, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები ინტერესის სფეროს წარმოადგენს დასავლეთის სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

 

პრიორიტეტი 4

სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

 

მიზანი: საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაცია; საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან

 

  • Forschungszentrum Jülich - გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი
  • DAAD-SRNSFG ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივი სტიპენდიები
  • VW - SRNSFG -ერთობლივი სადოქტორო პროგრამები
  • CNR - იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო
  • CNRS- საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონკურსი - საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი
  • STCU - უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი
  • ISTC - საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი
  • TUBITAK - თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭო
  • GFI - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
  • საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობის ხელშეწყობა

 

4.1. ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს, შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პირები, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში, განახორციელებენ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებულ კვლევებს და ასევე, ითანამშრომლობენ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან.

 

4.2. ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დოქტორანტებს სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში; საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებითა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

პროგრამის აღწერა: დაფინანსდება ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ერთობლივი საგრანტო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში; ის სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: ახალგაზრდა მეცნიერების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას; დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას; ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას.

 

4.3 გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის და რუსთაველის ფონდის ერთობლივი სადოქტორო პროგრამები

 

პროგრამის მიზანია ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. მიზნობრივი პროექტი მიმართულია კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით დოქტორანტებისა და პოსდოქტორანტების, ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენისკენ და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ; ორმხრივი მიზნობრივი შეთანხმებების საფუძველზე დაფინანსდება ფონდისა და VW ფონდის ერთობლივი საგრანტო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ახალგაზრდა თაობის წახალისებას, მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში.

პროგრამის აღწერა: კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოქტორანტურის სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში; საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოქტორანტების მიერ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში; გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, სამეცნიერო კვლევის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და დოქტორანტურის სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების ფარგლებში საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებაში; თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით გერმანიისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

 

4.4 ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

 

პროგრამის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.

პროგრამის აღწერა: კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის; ერთობლივი სემინარების ჩასატარებლად. ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის/სემინარისათვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადს ამზადებენ და წარადგენენ პროექტში ჩართული საქართველოს ჯგუფი და იტალიური ჯგუფი. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს საპროექტო განაცხადი შეაქვს რუსთაველის სამეცნიერო ფონდში, იტალიურ ჯგუფს – CNR-ში.

 

4.5 საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის და ფონდის ერთობლივი კონკურსი "საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი"

 

პროგრამის მიზანია მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო პარტნიორობის დამყარების გზით.

პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საფრანგეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი კოლაბორაციული საერთაშორისო ჯგუფების/ქსელის შექმნას.

 

4.6 რუსთაველის ფონდის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების (ბიოტექნოლოგია) სფეროში არსებული, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების გამოვლენის ხელშეწყობა, კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრირება და გრძელვადიანი (5-7 წლიანი) კვლევითი პროექტების დაფინანსება. საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის სამეცნიერო კვლევების განხორციელებას ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებებით (STEM).

პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დარგობრივი, ასევე ინტერდისციპლინური კვლევითი ჯგუფების დაფინანსება. აქცენტი კეთდება საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევის წარმოებაზე, სამეცნიერო წრის ინტერნაციონალიზაციაზე, ქართველ მეცნიერთა საქართველოში დაბრუნებასა და საერთაშორისო მკვლევარებისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის, ნიჭიერი, წარმატებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტების აქტიური მონაწილეობით საერთაშორისო წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობით საერთაშორისო სტანდარტის კვლევებში ჩართულობაზე.

 

4.7 რუსთაველის ფონდი - ISTC (საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი)

 

პროგრამის მიზანი: მთავრობათაშორისი ორგანიზაცია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ (სტცუ) მიზნად ისახავს საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამეცნიერო საზოგადოების დაკავშირებას კოლეგებთან ევროკავშირის ქვეყნებიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ნორვეგიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ს 1994 წელს შეუერთდა. ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას.

 

4.8 ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

პროგრამის აღწერა: კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების, მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი ვიზიტების, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების განსახორციელებლად.

 

4.9 GFI - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას; წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

პროგრამის აღწერა: ფრანგი და ქართველი მეცნიერების კავშირების გააქტიურება, ურთიერთთანამშრომლობა მეცნიერების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარების კარიერულ განვითარებას.

 

 

პროგრამა 4.10 - საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა

 

(DUBNA - ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, CERN ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი - ერთობლივი პროექტები საქართველოს მეცნიერების მონაწილეობით); დეტალური ინფორმაცია იხ. პრიორიტეტი 1; პროგრამა 1.5

 

პრიორიტეტი 5

 

მეცნიერების პოპულარიზაცია

 

მიზანი: საქართველოში მოღვაწე მკვლევართა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში გამორჩეული მიღწევებისა და წვლილის აღიარება და ასევე, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით ამ დარგში მოღვაწე უცხოელი მეცნიერების წახალისება. მეცნიერებისა და კვლევების პოპულარიზაცია სამეცნიერო-კვლევით პროცესში საჯარო სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართვის გზით, საჯარო სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის ხარისხის ამაღლება, კვლევის მეთოდების უნარ-ჩვევების განვითარება, მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა ფართო საზოგადოებაში.

 

  • YSS - კონკურსი ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად"
  • LEO - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი”
  • SPG - მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი
  • SP -საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
  • SCR - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები
  • RA - რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის
  • SPF - სამეცნიერო - პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსი
  • ZGP -საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსი
  • საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლელთა მონაწილეობისათვის წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა-საერთაშორისო ოლიმპიადების ქვეპროგრამა

 

5.1 კონკურსი "ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად"

 

პროგრამის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროგრამის აღწერა: კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი ითვალისწინებს სახელობით სტიპენდიების კატეგორიებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერია და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით; ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით; დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით; დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მეცნიერს.

 

5.2 მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი”

 

პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

პროგრამის აღწერა: მეცნიერებისა და კვლევების პოპულარიზაცია სამეცნიერო-კვლევით პროცესში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართვის გზით. საკონკურსო საფუძველზე შეირჩევა და დაჯილდოვდებიან საუკეთესო გამოგონების წარმომდგენი მოსწავლეები და სკოლები.

 

5.3 მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი

 

პროგრამის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროგრამის აღწერა: მეცნიერების პოპულარიზაცია, მისი როლის, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადობისთვის.

 

5.4 საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

 

პროგრამის მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

პროგრამის აღწერა: აქტუალური, მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომების გამოქვეყნება ხელს უწყობს მეცნიერების კვლევების პოპულარიზაციას, გავრცელებას როგორც სამიზნე ჯგუგებში, ისე ფართო საზოგადოებაში.

 

5.5 კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

 

პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

პროგრამის აღწერა: მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარება, მეცნიერებისა და კვლევების პოპულარიზაცია სამეცნიერო-კვლევით პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვის გზით. საკონკურსო საფუძველზე ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის მიერ სასკოლო დონის შესაბამისი კვლევის ჩატარებას.

 

5.6 რუსთაველის ფონდის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის

 

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის, აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარების და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

პროგრამის აღწერა: ახალგაზრდა მეცნიერების განსაკუთრებული მიღწევების ხელშეწყობა მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მეცნიერების განვითარებისა და სრულყოფისათვის, საზოგადოების ფართო მასებსა და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სამეცნიერო დისციპლინების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესის გაზრდა; ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის ამაღლება სამეცნიერო კარიერის მიმართულებით.

 

5.7 სამეცნიერო - პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსი

 

პროგრამის მიზანია საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია; საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა.

პროგრამის აღწერა: სამეცნიერო - პოპულარული, შემეცნებითი, სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღების დაფინანსება, რომლებიც პოპულარიზაციას გაუწევს და გააშუქებს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პოლიტიკური ისტორიის განვითარების საკვანძო თუ გარდამტეხ თანამედროვე პერიოდისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, ფაქტებს.

 

5.8 საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსი

 

პროგრამის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

პროგრამის აღწერა: ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიით მეცნიერის დაჯილდოებას. ფონდის მიერ დაწესებული პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას; კონკურსის ფარგლებში გაიცემა ერთი პრემია.

 

5.9 საერთაშორისო ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლელთა მონაწილეობისათვის წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა-საერთაშორისო ოლიმპიადების ქვეპროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით

 

პროგრამა: სასწავლო პროცესის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიადების ჩატარება, სადაც მოსწავლეებს ექმნებათ სათანადო პირობები, თანაბარკონკურენტულ გარემოში გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადები ხელს უწყობს მოსწავლეებს ცოდნის, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში.

პროგრამის აღწერა: საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე -9 -დან მე-12 ჩათვლით კლასის მოსწავლეებს. საერთაშორისო ოლიმპიადები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია და ქიმია. ოლიმპიადის მიზანია, ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენა საქართველოს მაშტაბით. ოლიმპიადა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს შეამოწმონ და გააუმჯობესონ ცოდნა ზუსტ და საბუნებიმეტყველო საგნებში, რაც საბოლოოდ აისახება სასკოლო საატესტატო გამოცდებსა და საერთო ეროვნული გამოცდების შედეგებზე.

 

პრიორიტეტი 6

სამეცნიერო - საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა

 

მიზანი: საქართველოში სამეცნიერო საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება-მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევის გარემოს გაუმჯობესება აამაღლებს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროგრესს.

 

  • საერთაშორისო გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა - ELSEVIER- ის ბაზებზე წვდომა
  • RIM - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი
  • OSDP- „ღია მეცნიერების“ განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
  • ეროვნულ მონაცემთა ბაზის შექმნა

 

პროგრამა 6.1 - საერთაშორისო გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებზე წვდომის უზრუნველყოფა

 

ELSEVIER, SCOPUS - მონაცემთა ბაზა

 

2019 წლიდან განახლდა ხელშეკრულება გამომცემლობა ELSEVIER BV-ს და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის, რის შედეგადაც, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩაერთონ Elsevier-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე- Scopus, Science Direct, funding institutional (Scival funding), რაც აძლევთ შესაძლებლობას, უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის; თავდაპირველად, რუსთაველის ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის 2014 წელს გაფორმდა შეთანხმება. ამ პერიოდში ELSEVIER- ით სარგებლობა შეეძლო 21 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს, ამჟამად კი მათი რიცხვი 55-მდე გაიზარდა.

კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისათვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. ELSEVIER-ის გამომცემლობა უზრუნველყოფს ტრენინგებისა და სემინარების სერიის ჩატარებას ქართველი მკვლევარებისთვის. აგრეთვე გაიმართება პრაქტიკული სემინარები უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის, მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოცემების მომზადებისა და ნაშრომის გამოქვეყნების ხელშეწყობისთვის.

დამატებით, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა წვდომა მიიღო რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე-Experts Lookup. აღნიშნულ მონაცემებთან წვდომა ფონდის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, სწორად და სწრაფად შეარჩიონ ფონდის კონკურსებისთვის შემფასებელი ექსპერტები მიმართულებების მიხედვით.

 

პროგრამა 6.2 - - სამეცნიერო კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა - სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

 

პროგრამის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა პროგრამის აღწერა: საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულე¬ბე¬ბის აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპა¬რატუ¬რით საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო საქმი¬ანობისა და აკადემიურ სფეროში რეფორმის წარმა¬ტების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლების, მეცნიერთათვის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამა დააფინანსებს სამეცნიერო-კვლევითი აპარატურისა და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენას, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებასა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციურ გაუმჯობესებასა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვას.

 

6.3 „ღია მეცნიერების“ განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

 

პროგრამის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინტეგრირებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების და სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სსიპ ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია) სამეცნიერო პროდუქტიულობის და მათ შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული გრანტების ფარგლებში განხორციელებული პროექტების, გამოცემული პუბლიკაციების და არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და ამ ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისათვის.

 

პროგრამა 6.3 - ეროვნული მონაცემთა ბაზის შექმნა (საქართველოს სამეცნიერო პორტალი)

 

პროგრამის მიზანია სამეცნიერო მიმართულებების განვითარებისათვის, ცოდნის დაგროვებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშეწყობისათვის, ასევე ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის აუცილებელი პირობაა არსებული სიტუაციის ანალიზი ადამიანური, მატერიალური, ინტელექტუალური რესურსების თვალსაზრისით და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა როგორც ქვეყნის შიგნით დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ამჟამად საქართველოში არ არსებობს ეროვნული მასშტაბის ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც გააერთიანებდა ქვეყანაში არსებულ მონაცემებს სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების, კვლევითი უნივერსიტეტების, ცენტრების, ადამიანური რესურსების, სამეცნიერო - კვლევითი პროექტებისა და გამოცემების, პატენტებისა და საავტორო უფლებების ჩათვლით. შესაბამისად, სამეცნიერო პროგრესისათვის ამგვარი ბაზის შექმნა და სისტემური ადმინისტრირება, მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ეროვნული მასშტაბის ერთიანი სამეცნიერო პორტალის პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში არსებული სამეცნიერო-კვლევითი მატერიალური, ადამიანური, ინტელექტუალური, ინფრასტრუქტურული რესურსების შესახებ. ერთიანი ფორმატითა მოხდება ერთ პროგრამულ სივრცეში მონაცემთა დარეგისტრირება საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათთან არსებული და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ინსტიტუტების შესახებ, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ გამოცდილ, აქტიურ მკვლევართა და ახალგაზრდა მეცნიერთა შესახებ. მიმართულებების მიხედვით შესაძლებელი იქნება ანგარიშების გენერირება მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტების, კვლევითი პროექტების, სამეცნიერო ღონისძიებების, პუბლიკაციებისა და პატენტების/საავტორო უფლებების შესახებ.

 

ფონდის 2010-2020 წლების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა

 

2010-2020 წლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა ხორციელდებოდა შემდეგ პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებში:

 

  1. სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა;
  2. სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროგრამა;
  3. ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამა;
  4. სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის პროგრამა;
  5. მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა.

 

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებდა ღია საგრანტო კონკურსების გზით, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე ჯგუფური და ინდივიდუალური კვლევითი პროექტების დაფინანსებას ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში; ასევე, ხელს უწყობდა ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ უზრუნველყოფას, ქართველ მეცნიერთა უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მხარდაჭერასა და საქართველოში სამეცნიერო კონფერენციებისა და სეზონური სკოლების ფინანსურ უზრუნველყოფას. კონკურსებში მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევებით დაკავებული იურიდიული პირები და ასევე, ინდივიდუალური მკვლევარები. სამიზნე ჯგუფები იყო საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები, სსიპ და ააიპ სტატუსის მქონე იურიდიული პირები, რომელთაც წესდებით განსაზღვრული აქვთ სამეცნიერო კვლევების განხორციელება. დოქტორის, მაგისტრის ხარისხის მქონე ინდივიდუალური მკვლევარები -დოქტორანტები, მაგისტრანტები. განხორციელებული კონკურსების შედეგად, განვითარდა საქართველოში კონკურენტული კვლევითი გარემო; ხელი შეეწყო კვლევებისა და განათლების ინტეგრაციას; აქტუალურ სამეცნიერო თემებზე გაიმართა კონფერენციები/სიმპოზიუმები; საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პერიოდიკაში გამოიცა სამეცნიერო სტატიები, მიენიჭა პატენტები. აღნიშნულ მიმართულებაში მთლიანად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 144 321 928 ლარი.

სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებდა ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ლაბორატორიული/ექსპერიმენტული პარკის განახლებას, ახალი კვლევითი დანადგარების, სათადარიგო ნაწილების, კვლევითი პროგრამების (კოდების) შეძენას; საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე ქართული აკადემიური კორპუსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სამეცნიერო- კვლევითი აპარატურის კონკურსში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის 2014 წელს გაფორმდა ELSEVIER-ის გამოწერის შეთანხმება, რომლის ფარგლებში შეიქმნა 21 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებული იყო 14 სახელმწიფო უნივერსიტეტი, შესაბამისი სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას აქვს სრული წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის ELSEVIER-ის ელექტრონულ ბაზებთან (ScienceDirect, SCOPUS). დამატებით გამოწერილი იყო SciVal Funding and Reviewer Finder შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სარგებლობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში შემოსული პროექტების შეფასებისას საერთაშორისო ექსპერტების შერჩევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. სამეცნიერო საინფორმაციო ბაზის პოტენციური მომხმარებელია სამეცნიერო მკვლევებში ჩართული პრაქტიკულად ყველა მკლევარი და სტუდენტი. 2019 წლიდან განახლდა ხელშეკრულება და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაერთონ Elsevier-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე- Scopus Science Direct, funding institutional (Scival funding), კონსორციუმის წევრ ორგანიზაციათა რაოდენობა 55 -მდე გაიზარდა.

სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროგრამის სამიზნე ჯგუფები იყო საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, სსიპ და ააიპ სტატუსის მქონე იურიდიული პირები, რომელთაც წესდებით განსაზღვრული აქვთ სამეცნიერო კვლევების განხორციელება. აღნიშნულ მიმართულებაში მთლიანად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 33 616 496 ლარი.

 


ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამა ღია საგრანტო კონკურსების საფუძველზე აფინანსებდა წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერებს ინდივიდუალურ საგრანტო კვლევითი პროექტებისა და საზღვარგარეთ არსებულ მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში სტაჟირების მეშვეობით; განხორციელდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის პროგრამები. პროგრამა ითვალისწინებდა საკონკურსო დებულებით განსაზღვრული კვლევითი პროექტების წარმოდგენას, მათ შორის საუკეთესოების შერჩევას დამოუკიდებელი ექსპერტიზის საფუძველზე და დაფინანსებული პროექტების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს. სამიზნე ჯგუფებს შეადგენდნენ 40 წლამდე ასაკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევარები, 30 წლამდე მაგისტრის ხარისხის მქონე მკვლევარები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის სტუდენტები. პროგრამის განხორციელების შედეგად წარმატებულ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს მიეცათ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიების შესწავლის საშუალება, მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა კვლევების განხორციელებისა და სასწავლო პროგრამებზე სწავლისათვის. აღნიშნულ მიმართულებაში მთლიანად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 27 464 826 ლარი.

 

სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის პროგრამის მიზანი იყო საგრანტო დაფინანსების საფუძველზე უცხოურ სამეცნიერო ცენტრებში წარმატებული თანამემამულე მკვლევარების სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება ერთობლივ კვლევით პროექტებში; უცხოურ და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან და ორგანიზაციებთან ერთობლივი საგრანტო კონკურსების ორგანიზება; ევროპულ და საერთაშორისო კვლევით თანამშრომლურ ქსელებში ფონდის მონაწილეობა საქართველოს სახელით. საგრანტო კონკურსები იმართებოდა ღიად და საჯაროდ, შესაბამისი პროგრამული დებულებების საფუძველზე, უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა წინასწარ გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის და მულტილატერალური შეთანხმებებისა მემორანდუმების ფარგლებში (FP7 IncoNet Eap, CNRS, CNR, JULICH, ISTC, STCU, CERN, JINR). პროგრამის სამიზნე ჯგუფში შედიოდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები, სსიპ და ააიპ სტატუსის მქონე იურიდიული პირები, რომელთაც წესდებით განსაზღვრული აქვთ სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ერთობლივ კონკურსებში მონაწილეობდნენ დოქტორის, მაგისტრის ხარისხის მქონე ინდივიდუალური მკვლევარები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები. დაფინანსდა 100-მდე ერთობლივი ჯგუფური პროექტი. გაიზარდა ქართველი მეცნიერების, სტუდენტების ჩართულობა საერთაშორისო კვლევით სივრცეში, ხელი შეეწყო ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას უცხოური საგრანტო თანადაფინანსების მოზიდვის მეშვეობით. ევროპულ და საერთაშორისო კვლევით ქსელებში საქართველოს ფინანსურმა თანამონაწილეობამ შესაძლებელი გახადა, ქართველი მეცნიერები ჩართულიყვნენ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების სამეცნიერო საქმიანობაში და ესარგებლათ აღნიშნული ცენტრების ბაზებით, ტექნოლოგიებით, ინფრასტრუქტურითა და სამეცნიერო კვლევების შედეგებით. აღნიშნულ მიმართულებაში მთლიანად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 16 817 863 ლარი.

 

მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის მიზანი იყო მეცნიერებისა და კვლევების პოპულარიზაცია სამეცნიერო კვლევით პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვის გზით. საკონკურსო საფუძველზე დაფინანსდა პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის მიერ სასკოლო დონის შესაბამისი კვლევის ჩატარებას; შეირჩა და დაჯილდოვდა საუკეთესო გამოგონების მქონე მოსწავლეები, ხელი შეეწყო ქართველ მოსწავლეთა მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში. საგრანტო კონკურსები ჩატარდა ღიად და საჯაროდ, შესაბამისი დებულებების საფუძველზე. ამ მიმართულების პროგრამების სამიზნე ჯგუფებს შეადგენდნენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი მოსწავლეები. საუკეთესო გამოგონებისათვის დაჯილდოვდა რამდენიმე ათეული სკოლის მოსწავლე. პროექტებში ჩართულ მოზარდებს შორის გაიზარდა ინტერესი სამეცნიერო კარიერის მიმართ, წახალისდა მოზარდებს შორის გამომგონებლობით დაინტერესება. აღნიშნულ მიმართულებაში ფონდის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 867 677 ლარი.