შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება“

25  ნოემბერს, დასრულა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული  პროექტის „დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება“.  პროექტის პრეზენტაცია შედგა ლისის ტბაზე „ლისი ლაუნჯის“ ტერიტორიაზე, სადაც პროექტის ხელმძღვანელმა თ. ჯაფარიძემ დამსწრეებს გააცნო განხორციელებულ კვლევა და მიღებული შედეგები.

პროექტის შედეგად შესწავლილია და დახასიათებულია „დამბალხაჭოში“ შემავალი მიკროორგანიზმები, როგორც მორფოლოგიურად, ასევე გენომურ დონეზე განახორციელა NGS სეკვენირება და მიკროორგანიზმების OUT იდენტიფიკაცია, რამაც საშუალება მოგვცა   პროდუქტში შემავალი სოკოების და ბაქტერიების  რაოდენობირივი შესწავლის. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი ძირითად მაფერმენტირებელ მიკროფლორას წარმოადგენს, Geotrichum Candidum და Penicillium Camemberti სოკოვან შტამები. ხაჭოში შემავალი ძირითადი ბაქტერიებია: L.Lactis, S. Thermophile, გარდა ამისა აღმოჩენილია და დახასიათებულია ბიფიდობაცტერიული შტამები B. Breve, B. Longum  და სხვა.

პროექტის ფარგლებში დამუშავებულია როგორც დამბალხაჭოს მაფერმენტირებელი სოკოვანი კულტურების,  ასევე ბაქტერიული კულტურების სუბლიმაციური შრობის ტექნოლოგია. შემუშავებულია პროდუქტის მაფერმენტირებელი მიკროორგანიზმების სხვადასხვა ფორმულაციები  და შესწავლილია საწარმოო პარამეტრები, ტემპერატურა, ტენი, ფერმენტაციის ოპტიმალური დრო და სხვა. ყოველივე,  საშუალებას გვაძლევს  შევინარჩუნოთ ამ უნიკალური პროდუქტის სპეციფიური მახასიათებლები და ამასთან ერთად მწარმოებლებს შევთავაზოთ სტადარტიზებული მიკროფლორა და საწარმოო რეგლამენტი.