შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ზვიად გაბისონიამ. აღსანიშნავია, რომ ფონდი აქტიურად არის ჩართული ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ბატონი ზვიად გაბისონია კი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირია საქართველოში. 

შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპული კვლევების საბჭოს სამუშაო პროგრამის მიმდინარეობა და მომდევნო წლის პროგრამისთვის დაგეგმილი სიახლეები, ERC-ის კონკურსების შედეგები და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრის პარალელულად, ზვიად გაბისონიამ მოლაპარაკება აწარმოა ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლებთან  საქართველოში საინფორმაციო სესიის ჩატარების შესახებ. შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის აპრილში ERC-ის აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობით, თბილისში ჩატარდება საინფორმაციო ღონისძიება ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო შესაძლებლობების შესახებ.

ასევე, ზვიად გაბისონიამ შეხვედრა გამართა ახალი საგრანტო სქემის თაობაზე -  ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლიდან იგეგმება ახალი პროგრამის გამოცხადება -  კვლევითი სტაჟირება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან.  ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრას 50-მდე ეროვნული საკონტაქტო პირი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.