შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის დირექტორის შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურასა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების  წარმომადგენლებს.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები. წარადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომელთა განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. აღნიშნული პრეზენტაციით რუსთაველის ფონდმა დაიწყო შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.