შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის სამუშაო შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

მიმდინარე წლის 18 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში  გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ზვიად გაბისონიას და  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი  წევრ კორესპოდენტი პროფესორი რამაზ ხუროძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდსა და აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, დასახეს სამომავლო გეგმები და მეცნიერების განვითარების პერსპექტივები. გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.