შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამის ინაუგურაცია

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გაიმართა ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების“ სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ინაუგურაციის ცერემონია.

ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ფონდის გენერალურმა დირექტორმა - ზვიად გაბისონიამ, „ცოდნის ფონდის“ დირექტორმა - ანასტასია ბენდუქიძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - გიორგი ხანიშვილმა.

მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის დაფუძნება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გამომდინარეობს 16 წლიანი ერთობლივი კვლევითი პარტნიორობით კასელის უნივერსიტეტთან (გერმანია). აღნიშნული სამეცნიერო პროგრამა არის პირველი, თემატურად ორიენტირებული სადოქტორო სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია: ახალგაზრდა მკვლევრების კარიერული განვითარება, საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობა, ინტერდისციპლინური ქსელის შექმნა და გრძელვადიანი თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან.