შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩი“-ს 2018 წლის კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2018 წლის 29 ნოემბერს,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა - „ლეონარდო და ვინჩი“-ს 2018 წლის კონკურსის ფინალისტებს. უნივერსიტეტში მოეწყო კონკურსის ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია. 

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს: უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა- მურთაზ კვირკვაიამ, უნივერსიტეტის სტუდენტმა, აღნიშნული კონკურსის ორგზის გამარჯვებულმა გიორგი ნიორაძემ და გიმნაზია „აია-GESS”-ის დირექტორმა რუსუდან ბოლქვაძემ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ,  კონკურსის  გრანპრის მფლობელებს გადასცა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 10%-ით. 

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და მისი კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.