შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პერსონალის საერთაშორისო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 12-16 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა პერსონალის პირველი საერთაშორისო კვირეული (International Staff Week), რომელშიც მონაწილეობს 21 უნივერსიტეტის 35 წარმომადგენელი ევროპის 11 ქვეყნიდან.

პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა თუ ერთობლივი აქტივობის მეშვეობით.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობა  საქართველოსა და ევროპის კვლევითი ორგანიზაციებისა  და უნივერსიტეტების მონაწილეობით. 16 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა წარადგინა პრეზენტაცია ფონდის საგრანტო სქემებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

პერსონალის საერთაშორისო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიხურება 2018 წლის 16 ნოემბერს.

ფოტოალბომი იხ. ბმულზე: http://bit.ly/2Fhfw8y