შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამუშაო შეხვედრა საქართველოში სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტების და ბიოეთიკის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ

2018 წლის 10-11 დეკემბერს ქ. ბორჯომში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოში  სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტების და ბიოეთიკის პოლიტიკის განსაზღვრის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის; გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ); ივ. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის; თსუ ალ. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის; საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის; სურსათის ეროვნული სააგენტოს; სართველოს აგრარული უნივერსიტეტის; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის; საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის; აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში ბიოეთიკისა და ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების რეალური სურათი, ინსტიტუციური პოლიტიკის საკითხები უსაფრთხოების პირველი, მეორე და მესამე დონის კვლევების მიმართ, ევროპარლამენტის რეგულაციები და ევროპის ქვეყნების გამოცდილება. აგრეთვე, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული საკითხების რეგულირების განვითარების პერსპექტივები და სამთავრობო და აკადემიურ სექტორებს შორის თანამშრომლობის სქემები.

შეხვედრაზე გაფორმდა მემორანდუმი ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრსა და საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) შორის.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფონდის საქმიანობა, მიზნები, ამოცანები, პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამოქმედო გეგმები და აღნიშნა, რომ ბიოეთიკის,  სამეცნიერო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების, კვლევების უსაფრთხოების საკითხები და მათთან დაკავშირებული რეგულაციების მიახლოება საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოსთან წარმოადგენს კვლევების პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომლის შემუშავება და დახვეწა აუცილებელია საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კვლევების წარმართვისათვის ბიომედიცინისა და აგრარულ დარგებში.